შეხვედრების ოთახის გადაწყვეტები

დღევანდელ სამყაროში, შეხვედრების, პრესკონფერენციების, სამთავრობო თუ კორპორატიული შეხვედრების ჩატარებისას, დიდი ადგილი უჭირავს ციფრულ ინფრასტრუქტურას. სათათბირო ოთახების მოწყობის გადაწყვეტები ადამიანებს ეხმარება თარგმნაში, გამოსახულების გაზიარებაში, სიტყვით გამოსვლაში, ონლაინ ღონისძიებების გამართვასა და პირდაპირ ჩართვებში.

პარტნიორები

შეთავაზება

სისტემები, რომელსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც სათათბირო ოთახებში, ასევე დიდი ზომის სივრცეებში.

იუჯითის სათათბირო ოთახების მოწყობის გადაწყვეტები მოიცავს:

  • მოცემული სისტემის პროექტირებას, ინსტალაციას და პარამეტრიზებას. ასევე, არსებულის ოპტიმიზაციასა და სერვისს
  • სადენიან და უსადენო საპრეზენტაციო სისტემებს
  • გამოცხადების პორტატულ და ფიქსირებულ სისტემებს (Microphones)
  • ავტომატიზაციასა და ცენტრალიზებას
  • ბაზარზე არსებული, გამოცდილი ბრენდების პროდუქციასა და გადაწყვეტებს
  • სხვა და სხვა ბრენდის პროდუქციისგან შემდგარი გადაწყვეტების ინტეგრაციასა და ცენტრალიზაციას
  • თქვენს ორგანიზაციაში უკვე არსებულ სისტემებთან ინტეგრაციას
  • შეხვედრის ოთახების დაჯავშნის მართვას

ჩვენი მომხმარებლები

სათათბირო ოთახების მოწყობის გადაწყვეტები განკუთვნილია საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან სასტუმროები, ბიზნეს ცენტრები, ჯანდაცვის ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები და ა.შ.