POS გადაწყვეტები

POS გადაწყვეტები მომხმარებლის მიერ ანგარიშწორების პროცესის გამარტივების და გაყიდვების კონტროლის საშუალებაა. POS სისტემები განკუთვნილია როგორც ონლაინ ვაჭრობისთვის, ასევე ფიზიკური გაყიდვებისთვის და იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი კომპანია ორივე ტიპის ანგარიშსწორებას იყენებს.

POS სისტემები სავაჭრო ობიექტში სალარო აპარატზე მიერთებით ფუნქციონირებს. გარდა იმისა, რომ იგი მომხმარებლისთვის გადახდის პროცესს უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის, ასევე ამარტივებს კალკულაციას, გადახდის მიღებას და ნაშთების გამოყვანას თქვენთვის.

პარტნიორები

შეთავაზება

POS გადაწყვეტების საშუალებით შეგიძლიათ ნივთის ღირებულება ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით დაითვალოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სისტემებს, ასევე, მარაგების რაოდენობის განახლება შეუძლია.

POS სისტემებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი საკრედიტო ბარათი, კონტაქტს ბარათი, სადებეტო ბარათი, ლოიალობის ქულები, სასაჩუქრე ბარათი ან განახორციელოს ნაღდი ანგარიშსწორება. გადახდის ნებისმიერი საშუალების არჩევის შემთხვევაში, ბანკის მიერ ხდება ტრანზაქციის დამტკიცება.

ჩვენი მომხმარებლები

POS გადაწყვეტები და სისტემები განკუთვნილია სავაჭრო ობიექტების, საცალო ვაჭრობის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა და ბანკებისთვის. მას იყენებენ კომპანიები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომხმარებლის კომფორტი და მოქნილობა.