ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (CCTV)

მულტიფუნქციური ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები თქვენი ორგანიზაციის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. ლიდერი მწარმოებლების CCTV სისტემები თქვენს საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხოების მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობას იძლევა

ვიდეო სამეთვალყურეო თანამედროვე სისტემები, უსაფრთხოების სფეროში არსებული მზარდი მოთხოვნების შესაბამისად ვითარდება და აკმაყოფილებს ისეთ მაღალ სტანდარტებს, როგორიც მუზეუმების, აეროპორტებისა და ურბანული საზოგადოებრივი ზონების უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები მოიცავს:

  • მოცემული სისტემის პროექტირებას, ინსტალაციას და პარამეტრიზებას. ასევე, არსებული სისტემის ოპტიმიზაციასა და სერვისს
  • თანამედროვე ქსელურ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებს
  • ნებისმიერი მასშტაბის პროექტისათვის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ლიდერი მწარმოებლების თანამედროვე აპარატურასა და გადაწყვეტებს
  • ვიდეო ანალიტიკის ულტრა თანამედროვე გადაწყვეტებს
  • დაცვის სხვა, არსებულ სისტემებთან ინტეგრაციასა და ცენტრალიზებულ მართვას

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები მუდმივად თანხვედრაშია ტექნოლოგიურ ინოვაციებთან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ გადაწყვეტებს ნებისმიერი მოცემულობისთვის, როგორც სახლისა და მცირე ბიზნესის აპლიკაციებისთვის, ასევე მაღალი სპეციფიკაციის უსაფრთხოების სისტემებისთვის.

ჩვენი მომხმარებლები

ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისთვის და კერძო თუ საჯარო ობიექტებისთვის, რომელთათვისაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი კლიენტები არიან საჯარო და კერძო ორგანიზაციები, სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, საჯარო ობიექტები, სასტუმროები და სხვა.