გამოყოფილი სერვერები

გამოყოფილი სერვერი ფიზიკური სერვერია, რომელიც პროვაიდერის მონაცემთა ცენტრშია განთავსებული და რომლის რესურსების სრული ალოკაცია კონკრეტულ მომხმარებელზე ხდება. იუჯითის მაღალმდგრად და საიმედოდ დაცულ მონაცემთა ცენტრში გამოყოფილი სერვერების დაქირავება თქვენთვის სასურველი ვადით არის შესაძლებელი. UGT Cloud უფასო კონსულტაციას და მხარდაჭერას გთავაზობთ.

უახლესი თაობის და მაღალი ხარისხის სერვერული სისტემები თქვენი მონაცემთა ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის, მაქსიმალური წარმადობის მიღწევის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, გამოყოფილი სერვერები, თქვენი აპლიკაციების გამართულ და უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ.

შეთავაზება

UGT Cloud გამოყოფილი სერვერები ხელმისაწვდომია ჩვენს მონაცემთა ცენტრში და აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეკვეთის განთავსებიდან 24 საათში შეგიძლიათ.იმ შემთხვევაში, თუ მზა მოდელებში არ აღმოჩნდა თქვენთვის სასურველი პარამეტრების სერვერი, შესაძლებლობა გაქვთ სასურველი კონფიგურაცია UGT Cloud პლატფორმაზე ააწყოთ.

იუჯითის ქლაუდ სერვისებით სარგებლობისას თქვენ მიიღებთ:

  • ხარისხს
  • საიმედოობას
  • კონტროლს

ჩვენი მომხმარებლები

გამოყოფილი სერვერები განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც IT ინფრასტრუქტურაზე კაპიტალური დანახარჯების შემცირება და საოპერაციო რისკების მინიმუმამდე დაყვანა სურთ. გამოყოფილი სერვერების მომხმარებლები შეძლებენ გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის მომგებიანობა და IT ოპერაციების სტაბილურობა.