IT სტრატეგიის ფორმირება
 

IT სრტატეგია - ეს არის საინფორმაციო სისტემების განვითრების გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიასთნ, ბიზნესის მიმდინარე და მომავალ მოთხოვნებთან.

რა დროს არის აუცილებელი IT სტრატეგიის ფორმირება?

  • კომპანია ვითარდება, მაგრამ ზრდის კვალობაზე მართვის ხარისხი უარესდება
  • აშკარაა, რომ კომპანიაში გამოყენებული ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ მართვის ყველა ფუნქციის და ამოცანების მხარდაჭერას
  • იზრდება ინვესტიციები IT სამსახურში, აპარატურაში, პროგრამულ უზრუნველყოფაში და ამის ფონზე არ ჩანს მათი ეფექტიანი უკუგება.
  • გაძნელებულია ახალი საინფორმაციო სისტემების შერჩევა, კომპანია დარწმუნებული არ არის შეთავსებადია თუ არა შესარჩევი სისტემა გამოყენებულ სისტემებთან და შეუძლია თუ არა შესარჩევ სისტემას ბიზნეს-ამოცანების მხარდაჭერა.
  • კომპანიას უჭირს განსაზღვროს, მთლიანად გამოცვალოს ექსპლუატაციაში მყოფი საინფორმაციო სისტემა, თუ თანდათან შეავსოს იგი ახალი ტექნოლოგიებით.

ეს პრობლემები დამახასიათებელია ბევრი მზარდი კომპნიისათვის და მათი გადაჭრა შესაძლებელია საინფორმაციო სისტემების მიმართულებით ერთიანი სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების გზით.

კომპანიის IT სტრატეგიის ფორმირების პროექტი მოიცავს:

მოსამზადებელი ეტაპი

  • ბაზარზე კომპანიის ინტერესების და მმართველობითი ამოცანების ანალიზი.
  • კომპანიის საქმიანობის ძირითადი და დამხმარე პროცესების ანალიზი.
  • მართვის სისტემისა და პრინციპების ანალიზი.

IT სტრატეგიის ფორმირების ეტაპი

  • საინფორმაციო სისტემების აუდიტი, რომლის შედეგადაც უნდა გამოვლინდეს მათი შესაბამისობა მართვის სხვადასხვა დონისა და ფუნქციონალურ ამოცანებთან, ინფორმაციის ნაკადების სტრუქტურასთან, მონაცემთა შენახვის და მათზე წვდომის პროცესებთან, სამომხმარებლო გარემოსთან და ა.შ.
  • ძირითადი და დამხმარე პროცესების მოდელირება და ანალიზი მათი საინფორმაციო მხარდაჭერის და მართვის სტრუქტურასთან კავშირის გათვალისწინებით.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მიზნებისა და ამოცანების დასმა ბიზნეს-მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. ავტომატიზირების უპირველესი ამოცანების გამოყოფა და მათი რეალიზაციის წინადადებების შემუშავება.
  • კომპლექსური საინფორმაციო სისტემის შექნის პროექტის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს მოქმედ და შესაქმნელი ტექნოლოგიური კომპონენტების ინტეგრაციას.
  • კომპანიის ინფორმატიზაციის ცალკეული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ეფექტიანობის შერჩეულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

რა უპირატესობებს აძლევს IT სტრატეგია კომპანიას?

IT სტრატეგია უზრუნველყოფს კომპანიის მართვის ყველა სფეროს ავტომატიზაციის მიმართ ინტეგრირებულ მიდგომას (ფინანსები, წარმოება, ლოგისტიკა, გასაღება, მარკეტინგი და ა.შ.). იგი საშუალებას იძლევა აცილებულ იქნას ტიპიური შეცდომები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხდება  მზარდ ორგანიზაციებში.

IT სტრატეგია საშუალებას იძლევა:

  • ოპტიმიზირებულ იქნას IT ამოცანებზე გაწეული ხარჯები;
  • შემცირდეს რისკები IT სისტემების დანერგვის დროს;
  • უზრუნველყოფილ იქნას ადეკვატური საინფორმაციო მხარდაჭერა კომპანიის ბიზნეს-პროცესებისათვის;
  • უზრუნველყოფილ იქნას IT სისტემების განვითარება ბიზნესის ზრდის შესაბამისად.