IT აუდიტი


ქართული კომპანიების განვითარება, როგორც წესი, ხასიათდება საქმიანობის სხვადასხვა უბნებზე საინფორმაციო სისტემების დანერგვით. ამა თუ იმ ტექნოლოგიის დანერგვა, ჩვეულებრივ ჭრის ცალკეულ, განვითარების მოცემული მომენტისათვის აქტუალურ ამოცანას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრი კომპანია თანდათან აცნობიერებს, რომ მისი IT პორტფელი მოიცავს ძვირადღირებული სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ერთობლიობას. თითოეული მათგანი ფარავს კომპანიის წინაშე მდგარი ამოცანების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. ამ ტექნოლოგიების ერთმანეთთან ინტეგრირება და მართვა საკმაოდ რთულდება.

საინფორმაციო სისტემების აუდიტი, რომელსაც იუ-ჯი-თი სთავაზობს დამკვეთებს, საშუალებას იძლევა გამოვლინდეს რამდენად შეესაბამება სისტემების ფუნქციონალობა კომპანიის ბიზნეს ამოცანებს, მოთხოვნებს.

კომპანიაში IT აუდიტის განხორციელების შედეგი არის პრობლემების გამოვლენა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • IT სისტემების კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიასთან შესაბამისობა;
  • საინფორმაციო სისტემების არქიტექტურის მდგომარეობა და აუცილებელი სტანდარტებიდან გადახრები;
  • კომპანიაში გამოყენებული სისტემების მდგომარეობა შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
      • ფუნქციონალობა;
      • საიმედობა;
      • გამოყენებადობა (ქმნის თუ არა რაიმე ფასეულობას კომპანიისთვის);
      • ტექნოლოგიური (ტექნიკური) გამართულობა;
      • ინოვაციურობა (რამდენად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს);
      • სისტემების დოკუმენტირებული აღწერის მდგომარეობა;
      • ზოგადი ხარისხი.