მონაცემთა შენახვის სისტემები

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, ინფორმაციის მოცულობისა და მნიშვნელობის სწრაფი ზრდის პირობებში, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მონაცემთა რეზერვაციის, არქივირებისა და ქსელური შენახვის სისტემებს. ეს ლოგიკურიცაა - მონაცემთა ზრდასთან ერთად, იქმნება პრობლემები მათ უსაფრთხოებასა და ხანგრძლივად შენახვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების განვითარება და ფართოდ დანერგვა მრავალი კომპანიის წარმატებული საქმიანობის საწინდარი გახდა.

დღეისათვის იუ-ჯი-თი უზრუნველყოფს მონაცემთა შენახვის სისტემების სამ ძირითად მიმართულებას HP-სა და IBM-ის ბაზაზე:

DAS (Direct Attached Storage)   იაფი და სამართავად მარტივი მონაცემთა შენახვის სისტემები, რომლებიც მიერთებულია უშუალოდ სერვერებზე. იგი შეზღუდულია სერვერის რესურსების შესაძლებლობებით .

NAS (Network Attached Storage)    – IP ქსელში ჩართული შენახვის სისტემები. DAS-თან შედარებით, მათში გარანტირებულია მეტი საიმედოობა და სისწრაფე.

SAN (Storage Area Network)    - დღეისათვის იგი ფუნქციურად დომინანტური ტექნოლოგიაა მაღალი საიმედოობისა და სისწრაფის გამო. მასში გამოყენებულია ძალიან სწრაფი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება (Fiber Channel), ხოლო მონაცემთა შენახვის სისტემა განცალკევებულია ორგანიზაციის საერთო ქსელიდან. ასეთი მოწყობის პირობებში, ბევრად იზრდება რეზერვირებისა და არქივაციის სიჩქარეც და საიმედოობაც.

მონაცემთა შენახვის აღნიშნული სისტემების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის მოთხოვნების დაკმაყოფილებას წვრილმანების გათვალისწინებითაც კი. იუ-ჯი-თის მიერ შომოთავაზებული მონაცემთა შენახვის სისტემების საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

  • მონაცემთა ავტომატური რეზერვაცია და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი აღდგენა;
  • დიდი მოცულობის მონაცემთა ცენტრალიზაცია და მართვის გაადვილება;
  • იშვიათად გამოყენებადი ინფორმაციის არქივაცია და საიმედო შენახვა რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში.

მონაცემთა შენახვის სისტემების ასაგებად იუ-ჯი-თი იყენებს მისი პარტნიორების უახლეს, საიმედო ტექნოლოგიებს და ცოდნას, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული ინფორმაციის დაცვას ნებისმიერ სიტუაციაში - ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების, ხანძრის და სხვა ავარიულ (ფორსმაჟორულ) შემთხვევებში.