გარანტირებული ელექტრო მომარაგების სისტემები

ჩვენს დროში, ენერგო-ქსელებისათვის დამახასიათებელია შემდეგი პრობლემები:

  • შეზღუდულია სიმძლავრეები;
  • ზოგიერთ ადგილზე, საერთო წვდომის ქსელები არ არის გათვლილი დიდ დატვირთვებზე;
  • ხშირად, დაბალია მოწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი (სიხშირის არამდგრადობა, ძაბვის მერყეობა, გათიშვა და სხვა ხარვეზები);
  • არსებული ელექტრო სისტემების მოდერნიზაცია დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან;
  • ხშირ შემთხვევაში, არსებული ტექნიკა მორალურად მოძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემა შეიძლება გახდეს მუშაობის შეფერხების, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი ძვირადღირებული მოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანის მიზეზიც კი.

საინფორმაციო კომპლექსების ელექტრო მომარაგება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:

  • კომპანიას უნდა მიეწოდებოდეს ხარისხიანი ელექტროენერგია, რომელიც უზრუნველყოფს აპარატურის მუშაობას კრიტიკული დატვირთვის პირობებში და არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი ელექტრო ენერგიის ხარისხზე;
  • არსებული ქსელის მოდერნიზაცია-გაფართოებისათვის გასაწევი დანახარჯები უნდა იყოს მინიმალური.

იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები

კომპანია იუ-ჯი-თი შეიმუშავებს გარანტირებული უწყვეტი კვების სისტემებს, რომელიც აბალანსებს კომპანიის მოთხოვნებსა და არსებული ელექტროენერგიის  მიწოდების შესაძლებლობებს.

რას გვაძლევს ეს გადაწყვეტილებები?

  • ელექტრო ენერგიის სასურველი ხარისხისა და მოწოდების სტაბილურობა მკვებავი ენერგო-წყაროს მიმართ მოთხოვნების გაზრდის გარეშე;
  • მოთხოვნილი ძაბვის შემცირების ხარჯზე მკვებავი ქსელის რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯების შემცირება.

როგორ არის მოწყობილი?

ქალაქის ენერგო-მომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,  უწყვეტი კვების წყარო (მაგალითად  დიზელ-გენერატორის მოწყობილობა), ავტომატური რეზერვირების მოწყობილობასთან ერთად ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ავტონომიურ კვებაზე გადასვლას. ასევე არსებობს ცენტრალური on-line უწყვეტი კვების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს მკვებავი და დატვირთვების ქსელის საიმედო განცალკევებას. ცენტრალური უწყვეტი კვების წყაროს ორმაგი გარდამქმნელით გამოყენება  უზრუნველყოფს უმაღლეს საიმედოობას და ელექტრო ენერგიის მოხმარების ხარისხს. განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო დატვირთვებისათვის გათვლილია დამატებითი დაცვა, ლოკალური უწყვეტი კვების წყაროს გამოყენებით.