სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები — ნებისმიერი დანიშნულებისა და მაშტაბის  ინფორმაციული სისტემის საფუძველს წარმოადგენს. იგი შედგება საკაბელო სისტემებისგან, აქტიური აპარატურისგან, შესაერთებელი კონექტორებისა და სხვა ელემენტებისგან, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან ერთიან კომპლექსში. ეს ყველაფერი იმართება  სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფით.

ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, იუ-ჯი-თის სპეციალისტების მიერ დაგროვილია უნიკალური გამოცდილება ძლიერ სტრუქტურირებულ საკაბელო სისტემების პროექტირებასა და დანერგვაში.  კომპანია იუ-ჯი-თის გააჩნია მჭიდრო პარტნიორული კავშირები საკაბელო აპარატურის მწარმოებელ მხვილ კომპანიებთან.

იუ-ჯი-თის მიერ დანერგილი სისტემების განმასხვავებელი ნიშანია საიმედოობა და მოდერნიზაციისთვის მზადყოფნა. ამ თვისებების გამო, დამკვეთის ოფისის სამუშაო ადგილები საიმედო სისტემით აღიჭურვება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაიზარდოს რაოდენობრივად და ამასთანავე, მინიმალური დანახარჯებით. იუ-ჯი-თის მიერ დანერგილი სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების მოქნილობა და უნივერსალურობა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მარტივ მოდიფიცირებას და კონფიგურირებას.

იუ-ჯი-თის ძლიერი ტექნიკური პოტენციალი გააჩნია სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების პროექტირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას. ღრმა ცოდნისა და დიდი გამოცდილების ხარჯზე, რომელიც დაგროვებულია განსხვავებულ პირობებსა და შენობებში გაწეული სამუშაოების დროს, იუ-ჯი-თი-ს სპეციალისტები ნერგავენ სტრუქტურირებულ საკაბელო სისტემებს, რომლებიც სრულად შეესაბამება დამკვეთის მოთხოვნებს.

რენტაბელურობა - ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომლითაც გამოირჩევა  იუ-ჯი-თის მიერ შემუშავებული  სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები. უზრუნველყოფს რა  დამკვეთის რესურსების ეფექტიან მართვას და კრიტიკული ბიზნეს-ამოცანების  გადაწყვეტას, სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები საგრძნობლად აიაფებს დამკვეთის მთელი სისტემის საექსპულუატაციო დანახარჯებს.

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების პროექტირება და დანერგვა ხორციელდება იუ-ჯი-თის სერთიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით. იუ-ჯი-თის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.