კორპორატიული პროგრამული პლატფორმები

საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი მომენტია საბაზისო პროგრამული უზრუნველყოფის არჩევა (ოპერაციული სისტემა, მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა, მეილ-სერვერი და. ა. შ.). ამ მიმართულებით იუ-ჯი-თი გთავაზობთ ჩვენი პარტნიორების, Microsoft-ისა და Oracle-ის პროგრამული უზრუნველყოფის ფართო არჩევანს.

Microsoft-ის სერვერული პლატფორმები (Windows Server standard 2003, Windows Server Enterprise 2003, Windows Server Datacenter 2003, Microsoft Exchange Server), მონაცემთა ბაზის პროგრამები (Microsoft SQL Server), ელექტრონული ბიზნესის გადაწყვეტილებები (Microsoft BizTalk Server, Commerce Server), ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები (Microsoft Exchange Server, Microsoft Sharepoint portal), წამყვანი პროდუქტებია მსოფლიო ბაზარზე. იუ-ჯი-თის თანამშრომლებს გააჩნიათ Microsoft-ის სერთიფიკაცია, ხოლო გამოცდილება კომპანიას უადვილებს მუშაობას და დამკვეთის სურვილების სრულყოფილ დაკმაყოფილებას.

Microsoft-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების  არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი ინფრასტრუქტურის ჰომოგენურობის შენარჩუნება, რასაც უზრუნველყოფს Microsoft-ის პროდუქტების ფართო სპექტრი და ხარისხი. ისინი გამოირჩევიან ოპტიმალური ფასით და მაღალი წარმადობით, ხოლო მწარმოებლურობის გაფართოების საშუალება, შესაძლებელს ხდის ინვესტიციების მნიშვნელოვან დაზოგვას.

მსხვილი კომპანიებისათვის ეფექტიანია Oracle-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაც. ფართო საინფორმაციო ინფრასტრუქტურებში Oracle-ი ცნობილია მაღალი საიმედოობით, ამიტომაც ბანკები და სახელმწიფო სტრუქტურები, ხშირად, მასზე აკეთებენ არჩევანს.

დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, Microsoft-ისა და Oracle-ის პროდუქტების ინტეგრაცია სრულიად შესაძლებელია, რაც რესურსებისა და ბიუჯეტის ოპტიმალური გადანაწილების საშუალებას იძლევა.