გამოთვლითი ცენტრები

გამოთვლითი ცენტრი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის სისტემას, რომელიც შედგება როგორც პროგრამულ-აპარატურული კომპონენტებისგან, ასევე ორგანიზაციული პროცედურების და პერსონალისაგან. მხოლოდ სწორად ორგანიზებული ეს ერთობლიობა უზრუნველყოფს კორპორატიული ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნეს ამოცანების ხარისხიან გადაწყვეტას.

რეკომენდირებულია გამოთვლითი ტაცენტრი შეიცავდეს მონიტორინგის სისტემას, რომელიც თვალყურს ადევნებს და აფასებს სხვადასხვა პარამეტრებს (სისტემის დატვირთულობა, წარმადობა, შეფერხებების და შეცდომების არსებობა/არ არსებობა და სხვა). ეს იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ სისტემების ფუნქციონირების ხარჯები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კლიენტებთან ანგარიშსწორებისთვის, ასევე რესურსების ღირებულების განსაზღვრისა და კომპანიის პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისთვის.

გამოთვლითი ცენტრის მეშვეობით ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

  • ERP, CRM, საბილინგო და სხვა ბიზნეს სისტემების გამართული მუშაობა.
  • შიდაკორპორატიული ინფორმაციის ოპერატიული მიმოცვლა და კოლაბორაციული ტიპის სამუშაოები (ინტრანეტ პორტალები, დოკუმენტბრუნვის სისტემები, ელექტრონული ფოსტა, პროექტების მართვა და სხვა კორპორატიული სისტემები).
  • კორპორატიული ინფორმაციის დაცვა არაავტორიზირებული შეღწევებისაგან და შიდა რესურსებთან რეგლამენტირებული წვდომის  ორგანიზება.

ჩვენი გადაწყვეტილებები

იუ-ჯი-თის გაფორმებული აქვს საპარტნიორო კონტრაქტები მსოფლიოს წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან, ესენია: HP, IBM, SUN Microsystems, Cisco, APC, Microsoft, Oracle, Symantec.

ჩვენი პარტნიორების ხარისხიანი პროდუქტები და ჩვენი კომპანიის ინჟინრების მაღალი კვალიფიკაცია, შესაძლებელს ხდის ავაგოთ როგორც მარტივი გამოთვლითი ცენტრები, ასევე ტერიტორიულად დაშორებული კომპლექსური გადაწყვეტილებები. ყოველივე ეს ჩვენს დამკვეთებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ თავიანთი ბიზნესის უწყვეტი ფუნქციონალობა.

გამოთვლითი ცენტრების აგებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის იუ-ჯი-თი ახორციელებს შემდეგი ტიპის მომოსახურებას:

  • საკონსულტაციო სერვისები:  გამოთვლითი ცენტრის კონცეფციის შემუშავება, მომსახურების ხარისხის დონის განსაზღვრა (SLA-ის მომზადება), სისტემის ტექნიკური არქიტექტურის შემუშავება, აპარატურულ - პროგრამული პროდუქტების შერჩევა ტექნიკური ამოცანისა და დამკვეთის სპეციფიური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
  • მოწოდების სერვისები:  დატა-ცენტრის აგებისთვის საჭირო აპარატურული პლატფორმების, პროგრამული უზრუნველყოფის, საქსელო-საკომუნიკაციო აღჭურვილობისა და საინჟინრო სისტემების მოწოდებების ორგანიზება.
  • საინჟინრო სერვისები:  სისტემების ფიზიკური მონტაჟი, აპარატურულ-პროგრამული კომპონენტების ინსტალაცია, სატესტო რეჟიმში გაშვება - გადაწყვეტილების აპრობაცია, სისტემის კონფიგურირება დამკვეთის სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით, პერსონალის ტრეინინგი, გამოთვლითი ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება.
  • მხარდაჭერის სერვისები:  აპარატურული კომპონენტების გაფართოებული საგარანტიო მომსახურება, ჰელფ-დესკის მომსახურება, ინციდენტების მენეჯმენტი,  პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების აფდეითები, სარეზერვო კოპირებისა და აღდგენის მომსახურება, ქსელის მოშორებული მონიტორინგი, სისტემების ადმინისტრირების ნაწილობრივი თუ სრული  აუთსორსინგის სერვისები.