განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარება, საგრძნობლად ზრდის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობას. კომპანია იუ-ჯი-თის შესწევს უნარი გადაჭრას სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
იუ-ჯი-თი ეხმარება სამთავრობო სტრუქტურებს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის დანერგვაში, მოსახლეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში, სახელმწიფო ფონდებისა და რესურსების გამჭვირვალე მოხმარებაში, ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეისათვის, იუ-ჯი-თი უკვე თანამშრომლობს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროსთან. კომპანიაში მუშავდება პროექტები, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული რგოლებისთვის.
იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებები სახელმწიფო სტრუქტურებისათვის
ძალოვანი სტრუქტურები
-
კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
-
კომუნიკაციის ეფექტიანობის ამაღლება.
-
ინფორმაციის მოპოვების, გადაცემის და ადვილი წვდომის ოპერატიული სისტემის შექმნა.
-
სტატისტიკური მონაცემებისა და საარქივო მასალების მოქნილი სისტემის შექმნა.
მუნიციპალიტეტი
-
გამჭვირვალე მმართველობითი სისტემის შექმნა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებასა და ქალაქის მთავრობას შორის ნდობის ფაქტორის გაღრმავებას.
-
დოკუმენტაციის არქივაციის და გაგზავნა-მიღების მოქნილი სისტემის შექმნა.
-
მუნიციპალური მომსახურების სისწრაფის, სიზუსტის და საერთო ეფექტიანობის გაზრდა.
საკანონმდებლო ხელისუფლება
-
საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ინფორმაციის მოძრაობის პროცესების ოპტიმიზაცია.
-
საკანონმდებლო პროექტების შესწავლის პროცესის მოქნილი სისტემის შექმნა.
-
კანონპროექტების განხილვის პროცესის ოპტიმიზაცია.
-
ინფორმაციის მოძიების რუტინული პროცესების ავტომატიზაცია.
ფინანსების მართვა
-
საბიუჯეტო გასავლებისა და შემოსავლების ოპტიმიზაცია.
-
ქვეყნის ბიუჯეტის მართვის ეფექტიანობის ამაღლება.
-
ეკონომიკის განვითარების პროგნოზირების სისტემების შექმნა.
-
ბიუჯეტის ხარჯების კონტროლის გაუმჯობესება.
-
საგადასახადო და საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია.
სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებისას, იუ-ჯი-თის შეუძლია ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ანალოგებს, რადგან იუ-ჯი-თის, როგორც ქართულ ბაზარზე მოქმედ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, კარგად ესმის ადგილობრივი სპეციფიკა. იუ-ჯი-თის შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურების მიზნებისა და პრობლემების კვლევა, ადექვატური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების და პროექტების შემუშავება, დონორების მოძიება და შემუშავებული პროექტების წარმატებით განხორციელება. დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო და მრავალწლიანი ურთიერთობა, იუ-ჯი-თის საშუალებას აძლევს მოიზიდოს დონორები და დააინტერესოს სახელმწიფო პროექტების დაფინანსებაში.
