14 წლიანი გამოცდილებით და 200–მდე თანამშრომლით, იუ–ჯი–თი წარმოადგენს რეგიონის ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეში.

 

იუ–ჯი–თის მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით.

 

იუ–ჯი–თი დიდ კორპორაციებსა და სამთავრობო ორგანოებს სთავაზობს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს. კომპანიის მიზანია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, რაც ორმხრივი სარგებლისა და წარმატების მომტანი ხდება.

 

იუ–ჯი–თი  ის ერთერთი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის ბიზნეს გადაწყვეტილების მიღება, მისი განვითარება და განხორციელება.

 

დღეისათვის იუ–ჯი–თის  კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე იუ–ჯი–თიმ მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი.

 

იუ–ჯი–თი ასევე წარმოადგენს პირველ სისტემურ ინტეგრატორ კომპანიას კავკასიის რეგიონში, რომელიც ISO 9001-2000  სერთიფიკატის მფლობელია.