იუ-ჯი-თის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობა. იუ-ჯი-თი არის Microsoft-ის და Symantec-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი. HP-ს ყველაზე მსხვილი და Cisco-ს ყველაზე მეტი სპეციალიზაციის მქონე პარტნიორი საქართველოში.
Microsoft პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. კორპორაცია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის გამოთვლით ტექნიკას. Microsoft-ში დასაქმებულია 57 000 ადამიანი. იუ-ჯი-თი 2002 წლიდან Microsoft-თან აქტიურად თანამშრომლობს. 2004 წლიდან იუ-ჯი-თი ფლობს Microsoft Business Solutions კომპეტენციის, ხოლო 2006 წლიდან Network Infrastructure Solutions კომპეტენციის სერთიფიკატებს. დღეისათვის იუ-ჯი-თი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც Microsoft-ის ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსის მფლობელია.
იუ-ჯი-თის სტატუსი Microsoft-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Gold Certified Partner
კორპორაცია HP მსოფლიოს აღიარებული ლიდერია პერსონალური და საოფისე კომპიუტერული ტექნიკის, ასევე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების სფეროში. HP-ს გააჩნია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სრული სპექტრი - მძლავრი სერვერებიდან, მცირე საბეჭდ მოწყობილობებამდე. HP აწარმოებს გამოთვლითი და საკომუნიკაციო პროდუქტების ფართო სპექტრს. კომპანიის პროდუქტები გამოიყენება მსოფლიოს 120 ქვეყანაში.
საპარტნიორო სტატუსთან ერთად, იუ-ჯი-თი, HP-ს მიერ წარმოებული ტექნიკის საგარანტიო სერვის-ცენტრის სტატუსს ატარებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი HP-ს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Gold Preferred Partner
IBM – მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კორპორაცია IBM უკვე მრავალი წელია დამკვეთებს სთავაზობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო სპექტრს. კომპანიის პროდუქტებს იყენებენ მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით, ათასი უმსხვილესი ორგანიზაციის 95% IBM–ის სულ ცოტა ერთი სერვერით მაინც სარგებლობს. მსოფლიოს მასშტაბით არსებული კორპორაციული რესურსების 70%–ზე მეტი IBM-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით იმართება. IBM-ის მონაცემთა სანახებს იყენებს მსოფლიოს თითქმის ყველა უმსხვილესი კომპანია.
საპარტნიორო სტატუსთან ერთად, იუ-ჯი-თი, IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის საგარანტიო სერვის-ცენტრის სტატუსს ატარებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი IBM-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Business Certified Partner
კორპორაცია Oracle - მსოფლიო ლიდერია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების სფეროში. ასევე, იგი კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
Oracle-ის პროგრამულ უზრუნველყოფას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ როგორც ქსელურ და პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე სამუშაო სადგურებსა და მონაცემთა გადამუშავებისათვის განკუთვნილ მძლავრ სერვერებზე. Oracle იყო პირველი კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ქსელური მონაცემთა სანახები. მან პირველმა გაავრცელა თავისი პროდუქტების სრული ვერსიები ინტერნეტის საშუალებით.
იუ-ჯი-თის სტატუსი Oracle-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Gold Certified Partner
კომპანია Symantec მონაცემთა შენახვის, მართვისა და დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტების უნიკალური კომპლექსი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ და უწყვეტ წვდომას მონაცემებზე, მათი დაცვის მაღალ ხარისხს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართვას.
იუ-ჯი-თის სტატუსი Symantec-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Gold Certified Partner
კორპორაცია Cisco, რომელიც 1984 წელს დაარსდა, მსოფლიოს აღიარებული ლიდერია ლოკალური და გლობალური საქსელო ტექნოლოგიების მიმართულებით. Cisco მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს საქსელო-საკომუნიკაციო სისტემების სფეროში. Cisco-ს გადაწყვეტილებები მიესადაგება, როგორც საშუალო და მცირე ბიზნეს კომპანიებს, ისე მსხვილ ორგანიზაციებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი Cisco-ს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Premier Certified Partner
Avaya - მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია კორპორაციულ საკომუნიკაციო სისტემებში. მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილეს ორგანიზაციათა 90%–ზე მეტი და მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურები, Avaya-ს ტექნოლოგიებს იყენებენ ხმის, ვიდეო გამოსახულების და მონაცემთა გადაცემისათის.
იუ-ჯი-თის სტატუსი Avaya-ს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Premier Certified Partner
კომპანია Sun Microsystems საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში 1982 წლიდან მოღვაწეობს. დღეისათვის კორპორაციას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს საქსელო საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის ბაზარზე. Sun Microsystems მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა სამუშაო სადგურების და სერვერების წარმოების სფეროში.
იუ-ჯი-თის სტატუსი Sun Microsystems-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Advantage Associate Partner
Check Point მსოფლიო ლიდერია ქსელური უსაფრთხოების სფეროში. Check Point-ის პროდუქტები განკუთვნილია გარე და შიდა ქსელური უსაფრთხოებისთვის, ვებ-რესურსების უსაფრთხოებისთვის. Check Point-ის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ბიზნეს-პროცესების უსაფრთხოებას. დღეისათვის გადაწყვეტილებებს Check Point-ის პროდუქტების ბაზაზე აქტიურად იყენებენ მსოფლიოს 86 ქვეყანაში.
იუ-ჯი-თის სტატუსი Check Point-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Authorized Partner
კომპანია " DocsVision არის იმავე სახელწოდებით ცნობილი კომპიუტერული პროგრამების ავტორი, რომლებიც ბიზნესთან დაკავშირებული პროცესებისა და დოკუმენტების მენეჯმენტის მიზნით შეიქმნა. კომპნიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს პროგრამული პლატფორმებისა და მათი დანართების შექმნა. “DocsVision თავის პროდუქციას ყიდის ექსკლუზიურად მხოლოდ პარტნიორული ქსელის მეშვეობით, რომელშიც ამჟამად გაერთიანებულია რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ლატვიაში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში მომუშავე 100-მდე კომპანია. იმისათვის, რომ პროგრამით სარგებლობა უფრო მოსახერხებელი იყოს კლიენტებისათვის, კომპიუტერული პლატფორმა “DocsVision“ და მისი დანართები ადაპტირებულია უკრაინულ, ლატვიურ, ესტონურ და ყაზახურ ენებზე. “DocsVision” პლატფორმისა და მისი დანართების გარდა კომპანია კლიენტებს სთავაზობს ავტომატიზაციის სხვადასხვა სისტემების რამოდენიმე “კარიბჭეს”. ამ დროისათვის შემუშავებულია პროგრამული “კარიბჭეები”Microsoft Dynamics AX -ის ERP -სისტემისათვის, Microsoft Office SharePoint Server -სთვის, Microsoft Project -ის ინტეგრაციის მოდულისათვის და 1C: “საწარმოს” სისტემისათვის.
"DocsVision პარტნიორთა პროგრამაში UGT-ს სტატუსია: “სერტიფიცირებული პარტნიორი”
კომპანია Tripp-Lite მსოფლიო ბაზარზე აღიარებულ ლიდერად დამკვიდრდა ელექტროკვების მოწყობილობების დაცვითი სისტემების შემუშავების სფეროში. საპარტნიორო სტატუსთან ერთად, იუ-ჯი-თი, Tripp Lite-ის მიერ წარმოებული ტექნიკის საგარანტიო სერვის-ცენტრის სტატუსს ატარებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი Tripp Lite-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Golden reseller Service Partner
კორპორაცია EMC მსოფლიო ლიდერია დისკური მეხსიერების ინტელექტუალური სისტემებისა და მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიების სფეროში. დღეისათვის EMC–ს პროდუქტები ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სერვერული პლათფორმებისათვის. EMC–ს გადაწყვეტილებები ფართოდ გამოიყენება იმ ორგანიზაციების საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რომელთა საქმიანობის ეფექტიანობაც დიდწილად დამოკიდებულია მონაცემთა რეზერვირების, არქივაციის და ქსელური შენახვის სისტემებზე. EMC–ს პროდუქტების ძირითადი მომხმარებლები არიან, საბანკო–საფინანსო სექტორის წარმომადგენლები; სატელეკომუნიკაციო სექტორი; ავიაკომპანიები; მსხვილი საწარმოები; საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები და სახელწიფო სტრუქტურები.
იუ-ჯი-თის სტატუსი EMC-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Velocity2 Affiliate Partner
კორპორაცია American Power Conversion (APC) დაარსებულია 1982 წელს. დღეისათვის იგი წარმოადგენს უწყვეტი კვების სისტემების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში. ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი APC-ს საშუალებას აძლევს დამკვეთებს შესთავაზოს ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილებები ელექტროკვების სფეროში.
იუ-ჯი-თის სტატუსი APC-ს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Business Certified Partner
40 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ამერიკული კომპანია PANDUIT (პანდუიტი) მსოფლიო ლიდერია სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების და ელექტრო-სამონტაჟო მასალების დაპროექტებასა და წარმოებაში. იგი სთავაზობს პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც გამოიყენება ელექტროტექნიკისა და ქსელური ტექნოლოგიების სფეროში პროექტების განხორციელების დროს. კომპანიის პროდუქტების ნომენკლატურა ამჟამად 50 ათასზე მეტ დასახელებას მოიცავს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ქსელური საკაბელო სისტემები, საკაბელო არხები, ელექტროსამონტაჟო მასალები, სამონტაჟო კორობები, კონტაქტები, სამონტაჟო ინსტრუმენტები და სხვა.
იუ-ჯი-თის სტატუსი PANDUIT -ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Panduit Certified Installer
კომპანია TEKSAN დიზელ–გენერატორების მწარმოებელი თურქული კომპანიაა. რეგიონში TEKSAN ერთერთი ცნობილი ბრენდია და მას თურქული წარმოების გენერატორებში ერთერთი პირველი ადგილი უჭირავს. იუ–ჯი–თი TEKSAN–ის ექსკლუზიური სავაჭრო კონტრაქტორია. საპარტნიორო სტატუსს იგი 2006 წლიდან ატარებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი TEKSAN -ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: TEKSAN Distributor partner
INFORM–UPS –თურქული კომპანიაა. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია UPS-ები, ტრანსფორმატორები, AVR-ები, Rack-ები და ა.შ. თურქული წარმოების UPS-ების ბაზარზე კომპანია INFORM–ს ლიდერული პოზიციები უჭირავს.
იუ-ჯი-თის სტატუსი INFORM–UPS -ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: INFORM–UPS Business partner
DATACOM – თურქული კომპანია. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია გენერატორების მართვის და მონიტორინგის პულტები. კომპანია აღიარებული ლიდერია რეგიონში. იუ–ჯი–თი DATACOM –ის ექსკლუზიური სავაჭრო კონტრაქტორია. საპარტნიორო სტატუსს იგი 2006 წლიდან ატარებს.
იუ-ჯი-თის სტატუსი DATACOM -ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: DATACOM –Authorized partner for marketing and selling
კომპანია Polycom - არის მსოფლიო ლიდერი ვიდეო კომუნიკაციების დარგში, რომელიც ზრდის ორგანიზაციისა და პერსონალის მუშაობის ეფექტურობას ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის ინტეგრაციის მეშვეობით. კომპანია Polycom კლიენტებს სთავაზობს სტანდარტების დაცვით შესრულებულ მაღალხარისხიან კავშირს ვიდეოკონფერენციებისა და ჯგუფური მუშაობისათვის. იუ-ჯი-თის სტატუსი Polycom-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Certified Reseller
Billcon არის იაპონური კომპანია, რომელსაც გააჩნია მაღალი ხარისხის პროფესიონალური საბანკო ტექნიკის წარმოების ნახევარ საუკუნოვანი გამოცდილება, მსოფლიოში არსებულ მრავალ მწარმოებელს შორის კომპანია Billcon–ს გამოარჩევს საიმედოობა და ხარისხი, იგი ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც ახალ, ასევე გაცვეთილ ბანკნოტებთან. კომპანია კონცენტრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სრულყოფაზე. ამასთან, Billcon არის ერთადერთი კომპანია, რომელიც დღემდე ხელნაკეთ ფულის მთვლელებს აწარმოებს. იუ-ჯი-თის სტატუსი Billcon-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Certified Reseller
VMware მსოფლიო ლიდერია ვირტუალური ინფრასტრუქტურის შექმნის სფეროში. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა ვირტუალიზაციის პლატფორმები. VMware–ს პროდუქცია და გადაწყვეტილებები გამოიყენება ორგანიზაციის გამოთვლითი სისტემების მუშაობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ხარჯების შესამცირებლად და სისტემების საიმედობისა და უსაფრთხოების ამაღლების მიზნით. დღეისათვის VMware ჰყავს 100 ათასზე მეტი კლიენტი მსოფლიო მასშტაბით და იგი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიადაა აღიარებული. იუ-ჯი-თის სტატუსი VMware-ის პროგრამის ფარგლებში: Enterprise Partner
კომპანია Card Hall არის რუსეთისა და დსთ–ს სივრცეში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე პლასტიკური ბარათების ბაზარზე, Card Hall ჯგუფში შედის რამოდენიმე კომპანია რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობა:
Gamma Card - მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორი კომპანია როგორებიცაა, Data Card, PFE, KDE, Gmalto და სხვა, კომპანია უზრუნველყოფს ბარათების პერსონალიზაციისათვის საჭირო პროდუქტებისა და განაწყვეტილებების დისტრიბუციას.
Pronit - ბარათების პერსონალიზაციისათვის საჭიორ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი. რუსეთისა და დსთ–ს სივრცეში გამოშვებული EMV (ჩიპური) სტანდარტის ბარათების ნახევარზე მეტის პერსონალიზაციისათვის გამოიყენება კომპანია Pronit–ის პროგრამული გადაწყვეტილება.
Targus - კონცენტრირებულია პლასტიკური ბარათების წარმოებაზე, იგი ასევე არის Tag Systems-ის ქარხნის ექსკლუზიური წამომადგენელის, რუსეთის, დსთ–ს, საქართველოსა და მონღოლეთის ტერიტორიაზე.
იუ-ჯი-თის სტატუსი Cart Hall-ის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Business Partner
კომპანია De La Rue დაარსებულია 1813 წელს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კომერციულ კომპანიას ფულის, ფასიანი ქაღალდების ბეჭდვისას, საკასო ცენტრების ავტომატიზაციის და ფულის მასორტირებლების წარმოების მიმართულებით, ამჟამად De La Rue–ს მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში გააჩნია პირდაპირი ოფისები, სადაც დასაქმებულია 6000 ადამიანი, ხოლო თავისი ოფიციალური პარტნიორების მეშვეობით საქმიანობას აწარმოებს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში, რომელთაც დღეიდან იუ–ჯი–თი და შესაბამისად საქართველოც შეუერთდა. De La Rue–ს ამჟამად გააჩნია ორი ძირითადი მიმართულება, ფულისა და ფასიანი ქაღალდების ბეჭდვა, ფულის მასორტირებლების წარმოება და საკასო ცენტრების ავტომატიზაცია.
იუ-ჯი-თის სტატუსი De La Rue-ს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში: Gold Certified Partner
