IT ინფრასტრუქტურა: ზოგადი მიმოხილვა

იუ-ჯი-თი დაგეხმარებათ IT ინფრასტრუქტურის ეფექტიანად მოწყობასა და გამოყენებაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების, სისტემებისა და სერვისების მოწოდების გზით.

ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მიმართულებით იუ-ჯი-თი საქართველოში ლიდერია. კომპანიას შესაბამისი პროექტები განხორციელებული აქვს მსხვილ ქართულ კომპანიებში. იუ-ჯი-თის სპეციალისტების ცოდნა ეყრდნობა საკუთარ, უკვე საფუძვლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და კომპანიის პარტნიორების მხარდაჭერას.

კომპანიის გადაწყვეტილებები, მომსახურება და პროდუქტები IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით მოიცავენ ფართო სპექტრს და აღნიშნულ სფეროში ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის მოთხოვნილებებს ფარავენ.