კონსალტინგი: ზოგადი მიმოხილვა

თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. დღეისათვის, ტექნოლოგიები არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ორგანიზაციის არა თუ ეფექტიანი, არამედ საერთოდ - ფუნქციონირებაც კი. წარმატებისთვის, კერძო ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც, საუკეთესო ინსტრუმენტები - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ესაჭიროება.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალფეროვნებამ და სირთულემ ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკვე ძნელია მათში გარკვევა შესაბამისი სპეციალისტების დახმარების გარეშე. ტექნოლოგიების მრავალფეროვნება, სირთულე, აუცილებლობა და მათგან მიღებული ფასეულობები ქმნის მოთხოვნას სპეციალიზირებულ კონსალტინგურ მომსახურებაზე, რომელშიც გაერთიანებულია ბიზნესის და შესაბამისი ტექნოლოგიების ერთდროული ცოდნა, მათი ინტეგრირების და საუკეთესო შედეგების მიღების გამოცდილება.

საქართველოში მოღვაწე კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები, განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც აუცილებელი ხდება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და არსებულის გაფართოება. ამ პროცესში მენეჯმენტი მრავალი რთული ამოცანის წინაშე დგას: საჭიროა სწორი სტრატეგიის დასახვა, სწორი სიტემების შერჩევა, ინვესტიციების მოზიდვა, მათი ეფექტიანი დაბანდება, ახალი სისტემების დანერგვის პროექტების მართვა, რისკების აცილება და ა.შ.

იუ-ჯი-თი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც უკვე გააჩნია კონსალტინგის გამოცდილება ბიზნესისა და ტექნოლოგიების თანაკვეთის სფეროში. იუ-ჯი-თი უზრუნველყოფს კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების ბიზნეს-ამოცანების გადაჭრის საუკეთესო ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოვლენას, შესაბამისი რთული პროექტების მართვას, ბიზნეს სტრატეგიაზე მორგებული საინფორმაციო სისტემების შერჩევას, დანერგვას და განვითარებაში მხარდაჭერას.