ფონდის შესახებ

ვენჩერული ფონდი წარმოადგენს კომპანია იუ–ჯი–თის  ნაწილს. ეს არის პირველი ფონდი საქართველოში, რომელიც ახორციელებს  ვენჩერულ  ინვესტიციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
 
იუ–ჯი–თის ვეჩერული ფონდი  უნიკალური პროექტია  საქართველოს აითი ბაზარზე. ფონდის მიზანია საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში მოიძიოს ნოვატორული / უნიკალური იდეები და პროექტების განხორციელებაში  დაეხმაროს ყველა დაინტერესებულ კერძო პირს, თუ კომერციულ ორგანიზაციას.

ვენჩერული ფონდის მიერ ინვესტიციები განხორციელდება როგორც უკვე მიმდინარე პროექტებში, ასევე ახალ, ან უკვე დაგეგმილ / მომზადებულ პროექტებში, რომელთა რეალიზაცია ჯერ არ დაწყებულა. 
 
ვენჩერული ფონდის საორგანიზაციო ჯგუფი  განიხილავს  ყველა საინტერესო იდეას და პროექტს აითი სფეროში. ფონდში შემოთავაზების წარმოდგენა შეეძლება ნებისმიერ კერძო პირს, ან კომერციულ ორგანიზაციას. თითოეული იდეა / პროექტი შეფასდება მისი უნიკალურობის, პერსპექტიულობის და კომერციული მომგებიანობის საფუძველზე.

თუ თქვენ ხართ კერძო პირი, ან კომერციული ორგანიზაცია, გაქვთ უნიკალური / ნოვატორული იდეა, ან პროექტი აიტი სფეროში და გესაჭიროებათ ინვესტიცია, გჭირდებათ პარტნიორი  აითი ბაზარზე  მუშაობის გამოცდილებით – მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი წინადადებები.

ნებისმიერი იდეა, პროექტი, მოსაზრება, კითხვა და წინადადება  გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: marketing@ugt.ge