უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები:
- ობიექტურად შეაფასოს მიმდინარე ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა;
- აიცილოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა;
- უზრუნველყოს ინტერნეტში უსაფრთხო წვდომა, ამასთან, დაცული იყოს ვირუსული შეტევებისა და SPAM-ისგან;
- დაიცვას ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვა;
- უზრუნველყოფილ იქნას დაცული ურთიერთქმედება ტერიტორიულად დაშორებულ ოფისებსა და მობილურ მომხმარებლებთან;
ბიზნესის განვითარებისას, წინა პლანზე გამოდის არა ტექნოლოგიური, არამედ ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემების ეკონომიკური კრიტერიუმები. პროექტების შესრულების დროს, იუ-ჯი-თის სპეციალისტები ითვალისწინებენ ისეთ ეკონომიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა: ინვესტიციების დაცვა, ოპერატიული დანერგვა, დანახარჯების შემცირება და მომავალში მოდერნიზაციისთვის მზადმყოფი სისტემის მიღება.
იუ-ჯი-თი არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების დანერგვის დიდი გამოცდილება, კომპანიის პარტნიორები არიან საინფორმაციო უსაფრთხოების დარგში მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.
საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში იუ-ჯი-თი გთავაზობთ შემდეგ გადაწყვეტილებებს და მომსახურებას:
გადაწყვეტილებები:
- დახურული ავტომატიზირებული სისტემების პროექტირება;
- დაცული სისტემების აგება Microsoft Windows-ის პალტფორმაზე;
- დაცული ქსელების აგება Cisco Systems ტექნოლოგიის ბაზაზე;
- ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონიტორინგის გადაწყვეტილებების დანერგვა, მსხვილი და ჰეტეროგენული კომპანიისათვის;
- აუტენტიფიკაციის სისტემების ინტეგრირება;
- კორპორატიული ქსელის გარე პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა;
- ანტივირუსული დაცვისა და SPAM-ის ფილტრაციის კომპლექსური სისტემების დანერგვა;
- სერთიფიცირებული კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის დასაცავად;
- პროგრამულ-აპარატურული დაცვითი კომპლექსების გამოყენება ინფორმაციასთან არასანქცირებული წვდომის აღმოსაფხვრელად.
- არასანქცირებული შემოჭრის აღმოჩენისა და აღმოფხვრის სისტემები;
- არასანქცირებული წვდომისგან დაცვის სისტემები;
- ელექტრონული ფოსტის კონტროლის სისტემები;
- ვირტუალური პირადული ქსელები (VPN);
- ქსელური ეკრანები;
- უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები;
- PKI - გადაწყვეტილებები;
- ტექნიკური არხებით ინფორმაციის გაჟონვისგან დაცვა;
- სატელეფონო სისტემების დაცვა;
- ცენტრალიზებული დაცვის სისტემები ინფორმაციის დაცვის საშუალებებით.
სერვისები:
