2013 _ იუ-ჯი-თიმ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ვიდეო საკონფერენციო და გახმოვანების სისტემის დანერგვის პროექტი განახორციელა
2013 _ იუ–ჯი–თიმ კომპანია GFI-ს ოფიციალური ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო
2013 _ კომპანია იუ-ჯი-თიში ფუნქციონირება დაიწყო აიტი აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტმა
2012 _ იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა
2012 _ იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა
2012 _ კომპანია იუ-ჯი-თი „თეთრ სიაში" მოხვდა
2012 _ იუ–ჯი–თიმ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენციას ვერცხლის სპონსორობა გაუწია
2012 _ Symantec-მა იუ-ჯი-თი წლის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
2012 _ იუ-ჯი-თის ვიცე პრეზიდენტი სარა უილიამსონი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გახდა
2012 _ იუ-ჯი-თი Cisco TelePresence Video ტექნოლოგიების საპარტნიორო ავტორიზაციის მფლობელი
გახდა
2012 _ იუ-ჯი-თიმ კომპანია Cisco-ს ახალი სპეციალიზაციები მიიღო
2011 _ კვლევის შედეგების მიხედვით იუ–ჯი–თის კომპანია Cisco–სგან Customer Satisfaction Excellence შეფასება მიენიჭა
2011 _ შეიქმნა იუ–ჯი–თის შვილობილი კომპანია ლიტერასი
2011 _ UGT-ის თანამშრომლებმა CISCO-ს უმაღლესი საინჟინრო სერთიფიკაცია CCIE მოიპოვეს
2011 _ შეიქმნა იუ–ჯი–თის შვილობილი კომპანია აიტი ინვესტი
2011 _ იუ-ჯი-თიმ განათლების სამინისტროში საქართველოში პირველად განახორციელა ონლინ კონფერენციის პროექტი ბოლო თაობის Full HD უმაღლესი კლასის Tandberg ვიდეო-მოწყობილობების გამოყენებით
2011 _ იუ–ჯი–თიმ მონაცემების „გაჟონვის“ სისტემის (DLP – Data Leakage Protection) მიმართულებით საბანკო სექტორში პირველი მასშტაბური პროექტი განახორციელა
2011 _ იუ–ჯი–თი გახდა კომპანია McAfee -ს (მონაცემების „გაჟონვის“ სისტემის (DLP – Data Leakage Protection)) ბიზნეს პარტნიორი
2011 _ იუ–ჯი_თის შვილობილმა კომპანია პისი შოპმა პირველი კომპიუტერული ჰიპერ მარკეტი გახსნა
2010 _ 24 დეკემბერი. გიორგი ჭირაქაძე წლის ბიზნესმენად დასახელდა
2010 _ იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ბიზნესის წარმოება ამერიკის სეერთებულ შტატებში დაიწყო. ტეხასის შტატ ქალაქ დალასში ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ
2010 _ იუ–ჯი–თიმ შექმნა ახალი ვენჩერული ფონდი საქართველოში
2010 _ იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ORACLE-ს საპარტნიორო სტატუსი - „ORACLE Gold Certified Partner“ მიიღო
2010 _ იუ –ჯი–თი და მისი შვილობილი კომპანია დილაინი მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ
2009 _ იუ–ჯი–თიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდარღვევების რეგისტრაციის ახალი სისტემა დანერგა
2009 _ იუ–ჯი–თი გახდა საბანკო ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია De La Rue–ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში
2009 _ იუ-ჯი-თი წლის საუკეთესო ინტეგრატორ კომპანიად დასახელდა
2009 _ იუ–ჯი–თის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა
2009 _ საქართველოში პირველი Microsoft Certified Professional (MCP) კლუბი გაიხსნა
2009 _ იუ–ჯი–თის პრეზიდენტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანების შექმნის ერთერთი ინიციატორი გახდა
2009 _ იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მსოფლიო ლიდერი კომპანია VMware-ის კორპორატიული პარტნიორის (Enterprise Partner) სტატუსი მიიღო
2009 _ იუ–ჯი–თიმ კომპანია Billcon-ის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო
2009 _ იუ–ჯი–თი კორპორაცია Cisco Systems-ის ახალი სპეციალიზაციის Advanced Security-ს მფლობელი გახდა
2008 _ იუ–ჯი–თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საკონფერენციო აუდიო–ვიდეო კავშირების აპარატურის მსოფლიო მწარმოებელი კორპორაცია პოლიკომის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო
2008 _ იუ–ჯი–თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა ქართულენოვანი Windows Vista და Microsoft Office 2007
2008 _ იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც HP-ს პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „HP Gold Certified Patner“ მიიღო
2008 _ იუ-ჯი-თიმ Microsoft-ის ახალი კომპეტენცია - Advance Infrastructure Solutions Competency მიიღო
2008 _ კომპანია იუ–ჯი–თიმ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001-2000 მიიღო
2008 _ კომპანია იუ–ჯი–თის Microsoft-მა ავტორიზირებული სწავლების საპარტნიორო სტატუსი – Lerarning Solutions Competency მიანიჭა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანიის მეშვეობით მომხმარებლები მოახერხებენ ავტორიზებული სწავლების მიღებას.
2008 _ ყველაზე აქტიური მხარდაჭერისათვის იუ–ჯი–თის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისაგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.
2008 _ იუ–ჯი–თი გამოთვლითი ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურული მიმართულების ლიდერი კომპანია RITTAL–ის ავტორიზებული საპარტნიორო სტატუსის მფლობელი გახდა
2008 _ იუ-ჯი-თი მსოფლიო ლიდერი კორპორაცია Сisco Systems-ის ახალი საპარტნიორო სტატუსის Public Solution Partner–ის მფლობელი გახდა
2007 _ საქართველოს ბაზარზე პერსონალური სისტემების გაყიდვების მიმართულებით კორპორაცია HP-მ იუ-ჯი-თი ლიდერ კომპანიად აღიარა
2007 _ იუ–ჯი–თიმ სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების კომპონენტების წარმოებაში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი კომპანიის, PANDUIT–ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო. იუ–ჯი–თი გახდა PANDUIT–ის პირველი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
2007 _ ნოვაცია ქართულ აიტი სივრცეში. იუ-ჯი-თიმ Microsoft Dynamics Navision-ის ქართული ინტერფეისი შექმნა.
2007 _ იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ინტეგრირებული ბაზა და კორპორაციული ვებ პორტალი. სამინისტროს ელექტრონული რესურსები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიან საინფორმაციო სივრცეში გაერთიანდა.
2007 _ იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Oracle-ის საპარტნიორო სტატუსი - "Oracle Certified Partner" მიიღო.
2006 _ იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Cisco-ს ახალი სპეციალიზაცია - Express Foundation მიიღო.
2006 _ იუ-ჯი-თიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა - შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, მონაცემთა ცენტრალური ბაზები და საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა.
2006 _ იუ-ჯი-თის მიენიჭა კომპანია Symantec-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი "Symantec Gold certified partner".
2006 _ იუ-ჯი-თიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად შექმნა ქართულენოვანი Windows XP.
2006 _ იუ-ჯი-თი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Microsoft-ის პარტნიორის უმაღლესი სტატუსი - „Microsoft Gold Certified Patner“ მიიღო.
2006 _ ბიზნესის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ზრდისთვის კორპორაცია HP-საგან, იუ-ჯი-თის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
2006 _ საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის "ირმის ნახტომის" ფარგლებში, იუ-ჯი-თიმ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია განახორციელა.
2005 _ საქართველოს ბაზარზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმარულებით კორპორაცია HP-მ, იუ-ჯი-თი 2005 წლის ლიდერ კომპანიად აღიარა. კომპანიას გადაეცა სერთიფიკატები: "საქართველოს ბაზარზე კორპორაციული სისტემების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის" და "HP-ის შენახვის სისტემების (HP EVA - Enterprice Virtual Array) ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის".
2005 _ იუ-ჯი-თიმ IPG პროდუქტების მიმართულებით HP-ის საგარანტიო სერვის–ცენტრის სტატუსი მიიღო.
2005 _ კორპორაცია Microsoft-მა, იუ-ჯი-თი Microsoft Business Solutions-ის ერთერთ ყველაზე სწრაფი სტარტის მქონე პარტნიორად აღიარა.
2005 _ იუ-ჯი-თი ქართულ აი-თი ბაზარზე ნოვაციით შედის. იხსნება ახალი ელექტრონული მაღაზია PCSHOP.GE. იგი მომხმარებლებს გაუმარტივებს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვას და დაეხმარება საჭირო პროდუქტების სწორად შერჩევაში.
2005 _ იუ-ჯი-თი ელექტრონული ლექსიკონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - ABBYY-ს სერთიფიცირებული დილერის სტატუსს იღებს.
2005 _ იუ-ჯი-თიმ მიიღო უწყვეტი კვების სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tripplite-ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი.
2005 _ იუ-ჯი-თი კორპორაცია Oracle-ის - მსოფლიო ლიდერის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების წარმოებაში და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
2005 _ იუ-ჯი-თიმ განახორციელა პენიტენციალური სისტემის ფარგლებში ერთერთი მასშტაბური პროექტი. პროექტის შედეგად კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ლოკალურ ქსელში ჩაერთო სასჯელაღსრულების შვიდი დაწესებულება, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო.
2005 _ იუ-ჯი-თისა და Microsoft-ს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ მიიღო უფლება განახორციელოს Microsoft Windows XP-ს ქართულენოვანი ლოკალიზაციის პროექტი.
2004 _ იუ-ჯი-თი ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წლის საუკეთესო IT კომპანიად აღიარა.
2004 _ კომპანია იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია SAP-ის (მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით) ექსკლუზიური ბიზნეს-პარტნიორი საქართველოში.
2004 _ იუ-ჯი-თი გახდა ბიზნეს-პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის - Microsoft Business Solutions-ის სერთიფიცირებული ბიზნეს-პარტნიორი.
2004 _ იუ-ჯი-თი გახდა ქსელური უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ნომერ პირველი მწარმოებლის - Check point-ის ერთადერთი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
2004 _ იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრმა მიიღო "IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.
2004 _ იუ-ჯი-თიში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შედეგად, კომპანია დაიყო ბიზნეს ერთეულებად. ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი მიმართულება: კონსალტინგის და კომპლექსური პროექტების, IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების, ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების და კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციის დეპარტამენტები.
2003 _ იუ-ჯი-თის გადაეცა პრიზი HP-ისაგან “ბიზნესის განვითარებისთვის“.
2003 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია IBM-ის ბიზნეს-პარტნიორი.
2003 _ HP-ის (Hewlett-Packard) მიერ Compaq-ის შესყიდვის (2002 წ.) შემდეგ, იუ-ჯი-თიმ მიიღო "HP-ის ბიზნეს-პარტნიორის" და "HP-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.
2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი.
2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კორპორაციული აი-ტი სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის, კორპორაცია Sun Microsystems-ის ბიზნეს-პარტნიორი და მიიღო "Sun Microsystems-ის კორპორატიული სისტემების რეალიზატორის" სტატუსი.
2002 _ იუ-ჯი-თი გახდა კომპანია APC-ის სერთიფიცირებული პარტნიორი
2002 _ იუ-ჯი-თის მეორედ მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.
2001 _ იუ-ჯი-თის მიენიჭა "კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის" სტატუსი.
2001 _ კომპანიამ მიიღო პრიზი Compaq-ისაგან "Compaq-ის ბიზნესის განვითარებისათვის".
2000 _ იუ-ჯი-თი გახდა საქსელო-საკომუნიკაციო სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის Cisco Systems-ის პრემიერ-პარტნიორი.
1998 _ იუ-ჯი-თიმ მიიღო "Compaq-ის ავტორიზირებული სერვის-ცენტრის" სტატუსი.
1997 _ იუ-ჯი-თი გახდა მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის, Compaq-ის (ახლა უკვე HP Compaq) უფლებამოსილი პარტნიორი კავკასიის რეგიონში.
1997 _ კომპანია იუ-ჯი-თის დაარსების წელი.
