VMware–ის ახალი პროდუქტი vCenter Operations 1.0

გასულ თვეში VMware–მა გამოუშვა ახალი პროდუქტი vCenter Operations 1.0, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს სისტემურ ადმინისტრატორებს და მონაცემთა ცენტრების მენეჯერებს აღმოაჩინონ, გაანალიზონ და გადაჭრან VMware vSphere-თან დაკავშირებული წარმადობის პრობლემები. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით VMware გეგმავს კონკურენცია გაუწიოს  ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა HP OpenView, BMC, IBM Tivoli და Microsoft System Center.
 
vCenter Operations 1.0  ინტეგრირდება VMware-ის სხვა მართვის საშუალებებთან (როგორებიცაა vCenter CapacityIQ , Alive VM და VMware vCentre) და აგროვებს მონაცემებს ვირტუალური ინფრასტრუქტურის ობიექტების (ვირტუალური მანქანა, მონაცემთა სანახი, ქსელი..) წარმადობის შესახებ, ინახავს მათ ცენტრალიზებულ ბაზაში, აანალიზებს და რეალურ დროში იძლევა ანგარიშს წარმადობის მიმდინარე თუ პოტენციური პრობლემების თაობაზე. 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

vCenter Operations წარმოდგენილი იქნება სამ ვერსიად Standard, Advance და Enterprise. ძირითადი განსხვავებები მათ შორის იხილეთ თანდართულ დოკუმენტში: 



vCenter Operations Standard, Advance და Enterprise ძირითადი განსხვავებები Adobe Acrobat Document, (162 KB)