იუ–ჯი–თიმ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII კონფერენციას ოქროს სპონსორობა გაუწია

კომპანია იუ–ჯი–თიმ საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII კონფერენციას (GITI 2015-ს) ოქროს  სპონსორობა გაუწია. 
 

კონფერენცია, რომლის დევიზი იყო „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის", მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით  სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა.  მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელმა.

ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს გაეცნენ.


კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს დატექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.


კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იქნა წარმოდგენილი.


იუ–ჯი–თის პრესცენტრი