UGT-მ კორპორაცია Symantec-ისგან კიდევ ერთი აღიარება მიიღო: კომპანია რეგიონში წლის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა მაღალმდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებით. ამ სტატუსის მინიჭება ხაზს უსვამს UGT-ს მაღალ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას კლასტერული სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემებისა და ზოგადათ მაღალმდგრადი ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და აგების მიმართულებით.
„წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსი UGT-ს კლიენტებისთვის გარანტორია იმისა, რომ ჩვენი დამკვეთები მიიღებენ საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტას და მაღალი ხარისხის მომსახურებას Symantec-ის პროდუქტებისა და პლატფორმების გამოყენებით მაღალმდგრადი IT სისტემების დანერგვასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერაში“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი მაისურაძე.
შეგახსენებთ რომ UGT ერთადერთი ქართული კომპანიაა რომელიც წარმოადგენს Symantec-ის სპეციალიზირებულ პარტნიორს ისეთ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებში როგორებიცაა: Data Protection with NetBackup, High Availability და Storage Management.
UGT-ს პრესცენტრი
