2012 წლის 2–6 თებერვალს დუბაიში, კომპანიებმა EMC, VMware, Rittal და UGT ერთობლივ ღონისძიება გამართეს. 4 დღიანი გასვლითი სემინარის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს მონაცემთა ცენტრების ვირტუალიზაციასა და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ტრანსფორმაციის საკითხებში.
ღონისძიებას დაესწრნენ მსხვილი ორგანიზაციების საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელები როგორც კომერციული ასევე სამთავრობო სექტორებიდან.
„თემები რაც ჩვენ განვიხილეთ სემინარის მსვლელობისას ძალიან აქტუალური აღმოჩნდა დამსწრე ორგანიზაციების უმრავლესობისთვის, რასაც განხილვებში მათი აქტიური მონაწილეობაც ადასტურებს. ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ასე თუ ისე მიგრაცია გარდაუვალია და მნიშვნელოვანია რომ ამ ტრანსფორმაციის დროს ჩვენი დამკვეთების გვერდით იყვნენ ისეთი გამოცდილი კომპანიები, როგორებიც არიან EMC და VMware. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე მიგიწვდება ხელი, ეს დანამდვილებით გიზრდის პროექტების ეფექტურობასა და წარმატებულობის შანსს“ - აღნიშნა საუბარში UGT-ს ვიზე-პრეზიდენტმა გიორგი მაისურაძემ.
იუჯითის პრესცენტრი
