ინდუსტრიები

გაიუმჯობესეთ ოპერაციების შესრულების ხარისხი სწრაფად, ადვილად და მინიმალური დანახარჯით

როგორც ზოგად, ისე რომელიმე დარგზე მორგებულ ბიზნეს-აპლიკაციას შეუძლია ერთნაირად ეფექტიანად წარმართოს სამუშაო პროცესები. თუმცა დარგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება შემუშავებულია წინასწარ განსაზღვრული საბოლოო მომხმარებლის სპეციფიკის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, სისტემა აგებულია იმგვარად, რომ იგი უფრო სიღრმისეული და დინამიურია საკვანძო არეებში. როდესაც აპლიკაცია შექმნილია თქვენი დარგისთვის, ის უკეთესად არის აღჭურვილი შესაბამისი ბიზნეს-პროცესების სამართავად, მასში ცვლილებების შეტანა (მორგება) მინიმალურად, ან საერთოდ არ არის საჭირო, რაც აპლიკაციის უფრო სწრაფ დანერგვას და მხარდაჭერის გაადვილებას ნიშნავს.

ზოგადი ბიზნეს აპლიკაციები საჭიროებენ დამატებით კონფიგურაციებს იმისათვის, რომ პროგრამული უზრუნველყოფა სრულად მოერგოს კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებს. ამ პროცესს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. შესაძლოა, თქვენი ორგანიზაციის ხედვით შექმნილი გადაწყვეტილება თქვენს კონკურენტულ უპირატესობად იქცეს. ეს დანერგილ სისტემას უკიდურესად ეფექტურს გახდის, თუმცა საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ დანერგვის პროექტი დროში გაწელილი და ზედმეტად ხარჯიანი აღმოჩნდეს, თუ სისტემის მიმართ მოთხოვნები ზუსტად და მკაფიოდ არ გაიწერება წინასწარ.

ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ ინდუსტრიებზე მორგებულ ბიზნეს-აპლიკაციებს შემდეგი დარგებისთვის:

  • საცალო გაყიდვები და სავაჭრო ქსელები;
  • დისტრიბუცია და საბითუმო გაყიდვები;
  • მშენებლობა;
  • უძრავი ქონების გაქირავება და მართვა;
  • ნავთობპროდუქტების დისტრიბუცია და რეალიზაცია;
  • კომუნალური მომსახურების სფეროები;
  • ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
  • ავტომობილებით და სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა;
  • სალიზინგო მომსახურება;
  • საბანკო და სადაზღვევო სერვისები;
  • პროფესიული და სხვა ნებისმიერი მომსახურების სფერო;
  • სახელმწიფო სერვისები;

დარგზე მორგებული და მოქნილი ბიზნეს-აპლიკაცია საფუძველია იმისა, რომ სრულად გადასინჯოთ თქვენი ბიზნეს-პროცესები. იგი საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ოპერაციების შესრულების ხარისხი სწრაფად, ადვილად და მინიმალური დანახარჯით.