საწარმო რესურსების მართვა

მიიღეთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული IT გადაწყვეტილება

საწარმო რესურსების მართვის სისტემა წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვის კომპლექსურ გადაწყვეტილებას. მასში ინტეგრირებული მოდულების და აპლიკაციების მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, მართვა და რეფერირება ბიზნესის წარმოების სხვადახვა ეტაპზე, მათ შორის, დაგეგმარების, შესყიდვის, წარმოების, სერვისის მიწოდების, მარკეტინგის, გაყიდვების, ლოგისტიკის, ანაზღაურების, ფინანსირების და ა. შ. პერიოდში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების Microsoft-ის, Oracle-ის და SAP-ის კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო „ჭკვიანი“ გადაწყვეტილებები, მუდმივად განაახლოთ ბიზნეს პროცესები და მოიპოვოთ მეტი კონტროლის შესაძლებლობა თქვენს ბიზნეს-პროცესებსა და ფინანსებზე. ასევე, დაგეხმარებით საუკეთესო, ბიუჯეტური და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

UGT-ის მიერ შემოთავაზებული თანამედროვე საწარმო რესურსების მართვის სისტემები: Microsoft Dynamics AX, Microsoft Dynamics NAV, Oracle JD Edwards, Oracle E-Business Suite და SAP ERP დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული IT გადაწყვეტილებები.