სახლისა და შენობების ავტომატიზაცია (Smart House)

წარმოიდგინეთ როგორ გამარტივდება თქვენი ცხოვრება, როცა საკუთარ სახლთან ინტერაქციას მოშორებული მანძილიდანაც კი შეძლებთ. შენობების ავტომატიზაციის სისტემა დაგეხმარებთ რეალობად აქციოთ ყველა თქვენი ოცნება.

კვების წყარო, განგაშის სისტემა, ვიდეო კამერა, ფანჯრები და განათება, ტემპერატურა და მულტიმედია - ყველაფერი თქვენს ხელშია. ექსლუზიური პარტნიორების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებებისა და პროფესიონალების გუნდის წყალობით, შეგვიძლია შენობის უბრალო მონახაზი თქვენი ოცნების სახლად ვაქციოთ.

ჩვენი „ჭკვიანი შენობების“ სამიზნე აუდიტორია მოიცავს სახლებს, სასტუმროებს, ოფისებს და საჯარო დაწესებულებებს. გთავაზობთ KNX-ის , Modbus-ის ან Bus-ის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შენობის ტიპის და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

UGT წარმოადგენს შემდეგი კომპანიების ექსკლუზიურ პარტნიორს:

  • Eelectron;
  • Basalte;
  • GEWISS;
  • Vimar;
  • Fontini;
  • Rhumbus.