სახანძრო სისტემა

სახანძრო სისტემაში თავმოყრილია მოწყობილობები, რომელიც აუდიო-ვიდეო შეტყობინებით აფრთხილებს ხალხს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კვამლის, ხანძრის, ან რაიმე მსგავს საგანგაშო სიტუაციის აღმოჩენისთანავე. განგაშის გააქტიურება შესაძლებელია ავტომატურად კვამლის და სითბოს დეტექტორებით, ისევე როგორც მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. სიგნალიზაცია არსებობს რამდენიმე სახის - ზარი, კედელზე დასამაგრებელი დინამიკი ან საყვირი. ასევე, სპიკერი, რომელიც განგაშის სიგნალის შემდეგ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებს შენობის შიგნით მყოფ ხალხს, არ ისარგებლონ ლიფტით.

იუ-ჯი-თი გთავაზობთ სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ცეცხლის აღმოჩენის, განგაშის აქტივაციისა და სიგნალიზაციის სისტემებს.