IT მხარდაჭერა

ოპტიმალური გამოსავალი რთული პრობლემიდან

თანამდეროვე ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა ნაკლებად ჰომოგენურია და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მომწოდებლის ინფრასტრუქტურა, სისტემები და მითუმეტეს პროგრამული უზრუნველყოფა. ყოველივე ეს ჯამში წარმოადგენს რომელიმე IT სერვისის შემადგენელ ნაწილს, რაც გარკვეულ ფასეულობას ქმნის ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე, კომპანიაში ყალიბდება კომპლექსური და ჰეტეროგენული IT გარემო, რომლის გამართულობა და მდგრადობა ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

გთხოვენ - უფრო კომპლექსური ინფრასტრუქტურის მართვას, უფრო მეტი IT სერვისის გამართულობას და ამავდროულად დანახარჯების ოპტიმიზაციას.

გიწევთ - შეზღუდული რესურსებით ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და არსებული გარემოს სტაბილურობის შენარჩუნება.

ორგანიზაციის შიგნით ყველა ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ყოლა ძალიან ძვირია. კიდევ უფრო ძვირია თითოეულ მომწოდებელთან აპარატურის და სისტემების მხარდაჭერის კონტრაქტების ქონა. იუ-ჯი-თი კლიენტებს სთავაზობს ოპტიმალურ გამოსავალს მხარდაჭერის კონტრაქტების სახით. როგორც ყველაზე მსხვილ ინტეგრატორს რეგიონში, იუ-ჯი-თის ყავს მაღალი კვალიფიკაციის და სიღრმისეული ცოდნის მქონე ექსპერტები, კლიენტისთვის საინტერესო ნებისმიერი მიმართულებით. კომპანიას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს IT გარემოს სრული მხარდაჭერა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კლიენტისთვის მისაღები პირობებით.

სერვისი მოიცავს:

  • საინჟინრო ინფრასტრუქტურას
  • IT აპარატურას
  • IT სისტემებს
  • პროგრამულ უზრუნველყოფას

მსგავსი ხელშეკრულება დამკვეთს აძლევს საშუალებას,  შეფერხებების სწრაფად აღმოსაფხვრელად დროულად ჩართოს მაღალი სპეციალიზაციის მქონე ინჟინრები. ამასთანავე, შესაძლებელია ამავე კონტრაქტის ფარგლებში დაიგეგმოს პრევენციული სამუშაოები, რაც დამკვეთს საშუალებას მისცემს აამაღლოს IT სერვისების მდგრადობა და ხელმისაწვდომობა.