ადმინისტრირების ფუნქციის აუთსორისება

განვითარების გარკვეულ ეტაპზე მრავალი ორგანიზაცია ფიქრობს ზოგიერთი ფუნქციის აუთსორსირების ალეტერნატივებზე. ეს გამოწვეულია ფინანსური, ან წარმადობის ეფექტურობის ასამაღლებლად. მსგავსი ამოცანის შესასრულებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა და ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიც არის: შემსრულებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება, გარემოს ცოდნა, ლოკალური გამოცდილება, კომუნიკაციის ენა და კულტურა და ა.შ. თითეულ ამ კომპონენტში იუ-ჯი-თი უპირობო ლიდერია ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიების შორის.

ადმინისტრირების ფუნქციის აუთსორისება

ამა თუ იმ ორგანიზაციაში, აუთსორსირებისთვის ჩვენს მიერ მივლენილ პერსონალს ზურგს უმაგრებს მაღალ-კვალიფიციური ინჟინრების გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც ორგანიზაციაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და სისტემებთან მუშაობის, ისე მომწოდებლებთან კომუნიკაციის.

იუ-ჯი-თის არჩევით დამკვეთი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკე მდგომი ერთი ფუნქციის აუთსორსირებას, არამედ მდგრადი, მრავალშრიანი მხარდაჭერის სამსახურის შექმნას, დაწყებული Help Desk-ით, დასრულებული მაღალკვალიფიციური, სერტიფიცრებული ინჟინრებით, ქვეეყანაში მოქმედ ყველაზე დიდ სისტემურ ინტეგრატორთან.