SLA შეთანხმების შემუშავება და მართვა

IT სამსახურითვის, როგორც სერვისის მომწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოთხოვნების სწორად განსაზღვრა მომსახურების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფისთვის. სერვისის ხარისხზე შეთანხმება (SLA) და მისი მართვის პროცესის ჩამოყალიბება არის ერთადერთი გზა, რათა IT სერვისების მიწოდება ხორციელდებოდეს წინასწარ შეთანხმებული პირობებით და მათი ხარისხი იზომებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებით.