ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის აგება

დაიცავით თქვენი ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია და ინფორმაციული აქტივები

იუ-ჯი-თი გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისების და გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს, რათა დაიცვათ თქვენი ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია და ინფორმაციული აქტივები. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული ექსპერტებით, რომელთაც გააჩნიათ საბანკო, ტელეკომის და სამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, რასაც, თავის მხრივ, ამყარებს ძლიერი და მოქნილი საპარტნიორო ქსელი. ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების აგების ჩვენეული ხედვა საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ ფინანსურად ეფექტური და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.

ეს შეიძლება იყოს:

სტრატეგიის შემუშავება

ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და დოკუმენტირება.

პოლიტიკის შემუშავება

ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავება და ფორმალიზება.

კონსულტაცია უსაფრთხოების გადაწყვეტებზე

უსაფრთხოების გადაწყვეტილებების შერჩევა, დიზაინი/არქიტექტურა.

ხსენებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესამაბისობით და საუკეთესო გამოცდილებების გამოყენებით, როგორიც არის: ISO27001 და კანონი - საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.