ბიზნესის უწყვეტობის გეგმის შემუშავება (IT ჭრილში)

მოწინავე კომპანიებს აქვთ წინასწარ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ განაგრძონ საქმიანობა ბუნებრივი კატასტროფისა თუ სხვა მსგავსი შემაფერხებელი მოვლენის შემდგომ. ბიზნეს პროცესები, რომლებიც დამოკიდებული არიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე უწყვეტობისათვის საჭიროებენ IT სისტემების და პროცესების შესაბამისად მოწყობასა და მართვას. სწორედ ამ საკითხების დამუშავება და გამართვა ხდება IT უწყვეტობის გეგმის ფარგლებში.

გარდა ზემოთმოყვანილი მომსახურებების პაკეტებისა, ხშირად, ჩვენს დამკვეთებს აქვთ სხვა სპეციფიური საჭიროებები IT სერვისების მართვის კუთხით. ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ ეს მოთხოვნები და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება გავუწიოთ მათ თავიანთი ამოცანების წარმატებულად გადაჭრის საქმეში.