რეკომენდაციები მოდერნიზებაზე

ქსელური ინფრასტრუქტურის სამომავლო ცვლილებებისადმი მზაობის აუდიტი

IT სერვისების მაღალ-მდგრადობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული როლი ქსელურ ინფრასტრუქტურას უჭირავს. როგორც წესი, ქსელი ორგანიზაციასთან ერთად იზრდება და მისი მოწყობა უფრო მიმდინარე საჭიროების მიხედვით ხდება, ვიდრე გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით.

ეს ფაქტი დროთა განმავლობაში არაერთ სირთულეს აჩენს. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ თქვენი ქსელური ინფრასტრუქტურის შეფასება და ანალიზი მის მასშტაბურობაზე, დაცულობასა და სამომავლო ცვლილებებისადმი მზაობაზე. სურვილის შემთხვევაში მოგაწოდოთ რჩევები ქსელის რედიზაინზე და ოპტიმალურ კონფიგურაციაზე.