ინფორმაციული უსაფრთხოების დონის შეფასება

ინფორმაციული ტექნოლოგიები უამრავი ბიზნეს პროცესის მხარდასაჭერად გამოიყენება. დიდი მოცულობის ინფორმაცია IT ინფრასტრუქტურის მეშვეობით ინახება და გადაიცემა. სწორედ ამიტომ, ინფორმაციული უსაფრთოხების უზრუნველყოფა აუცილებელია ყველა ორგანიზაციისათვის.

გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს საქართველოს კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ და ISO 27001 სტანდარტის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მოხდება რისკების იდენტიფიცირება და რეპორტის მომზადება რეკომენდაციებით, მათ დასაძლევად. მთლიანობაში ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, უსაფრთხოების პროცესის მართვის ეფექტურობის ზრდას და რისკების დასაძლევად კონკრეტული გეგმის არსებობას.

გარდა ზემოთმოყვანილი მომსახურებების პაკეტებისა, ხშირად ჩვენს დამკვეთებს აქვთ სხვა სპეციფიური საჭიროებები IT ინფრასტრუქტურის მოწყობის, მოდერნიზების თუ მართვის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი მოთხოვნები და ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა გაგიწიოთ თქვენი ამოცანების წარმატებულად გადაჭრისათვის.