მონაცემთა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის აუდიტი

ბიზნეს პროცესების დიდი ნაწილი დამოკიდებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, მათი საიმედოობა დაფუძნებულია საინჟინრო ინფრასტრუქტურაზე. ნათელია, რომ საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირება და მდგრადობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენი სერვისი მოიცავს თქვენი მონაცემთა ცენტრის ისეთი კომპონენტების აუდიტს, როგორებიცაა: გაგრილება, უწყვეტი ელექტრომომარაგება, ხანძარქრობა. ჩვენ შევაფასებთ მათ არსებულ მდგომარეობას და სამომავლო განვითარების ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს საჭირო კომპონენტების მოდერნიზებაზე.