საკასო ცენტრი

გადაწყვეტილებები ბანკნოტებისთვის

SCAN COIN-ის გადაწყვეტილებები ბანკნოტებისთვის მოწყობილობების დიდ ასორტიმენტს გთავაზობთ, რომელთა უმეტესობა დაზიანებული და ყალბი კუპიურების ამომცნობ და მთვლელი მანქანების ფართო არჩევანს მოიცავს.

ბანკნოტების მთვლელები

იუ-ჯი-თი გთავაზობთ ბანკნოტების მთვლელების დიდ ასორტიმენტს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი საოპერაციო წარმადობით და თვლის სისწრაფით. მოწყობილობის უმეტესობაში ინტეგრირებულია ყალბი ვალუტის ამომცნობი, ასევე, თითოეულ მათგანს შეუძლია შერეული ბანკნოტების დათვლა.

ბანკნოტების დეტექტორები

თანამედროვე ბეჭდვითი ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ მოყვარულსაც კი მარტივად შეუძლია დაამზადოს ყალბი ბანკნოტები, შესაბამისად, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მაღალხარისხიანი სიყალბის დეტექტორების ქონას.