კომპანიის შესახებ

2016 წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი

იუ-ჯი-თი 20 წელია წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნეს, ისე სამთავრობო ორგანოებს. მისი მიზანია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, რაც ორმხრივი სარგებლისა და წარმატების მომტანი ხდება.

დღეისათვის იუ–ჯი–თის კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. სისტემური ინტეგრატორის მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე აგებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით.

იუ-ჯი-თის ლოგოტიპს საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა. ამ წელს შეიქმნა სასწავლო ცენტრი „სიგმა“, რომელიც მსურველებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სთავაზობდა. „სიგმას“ ლოგოტიპზე გამოსახულია წიგნები.

1997 წლიდან "სიგმა" სახელწოდებას იცვლის, რეგისტრირდება როგორც შპს „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“, ინგლისურად - United Global Technologies - UGT (იუ-ჯი-თი) და იწყებს ახალ საქმიანობას - კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციას. პირველ ეტაპზე, „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“ „სიგმას“ ნაცნობ ლოგოტიპს ატარებს.

1998 წლიდან იუ-ჯი-თის ლოგოტიპი ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა კვლავ რჩება თავდაპირველი ლოგოტიპის ძირითადი შტრიხები – წიგნები, რაც ცოდნისა და კომპეტენციისაკენ სრაფვას გამოხატავს. 1998 წლიდან დღემდე, იუ-ჯი-თის ლოგოტიპი უცვლელია.

დაარსებიდან დღემდე იუ-ჯი-თიმ მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი. იგი, ასევე, წარმოადგენს კავკასიის რეგიონში პირველ სისტემურ ინტეგრატორს, რომელიც ISO 9001-2000 სერთიფიკატის მფლობელია.