უსაფრთხოების სისტემები

ინფორმაციული უსაფრთხოების ბიზნესს იუ-ჯი-თი მიზანმიმართულად ავითარებს 2013 წლიდან. ამ პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. შევკრიბეთ საუკეთესო სპეციალისტების გუნდი. გარდა ამისა, ჩვენთან საპარტნიორო კონტრაქტები გააფორმეს მსოფლიოს ლიდერმა მწარმოებლებმა. ამ მიღწევებით მოვახერხეთ დამკვეთ ორგანიზაციებში ეფექტური და კომპლექსური უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

UGT-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს როგორიც არის: უსაფრთხოების მართვა და ანალიზი, ქსელის უსაფრთხოება, მონაცემთა უსაფრთხოება, აპლიკაციების უსაფრთხოება, სამუშაო ადგილების დაცვა და იდენტიფიკაცია და წვდომის მართვა.

იუ-ჯი-თის აქვს ამბიცია იყოს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების #1 სისტემური ინტეგრატორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გააფართოვოს საკუთარი ბიზნესის გავრცელების არეალი რეგიონალური მასშტაბით. ამ მიზნის წარმატებით მიღწევაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩვენი ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავება-დანერგვის გამოცდილება.

IT Security