ადამიანური რესურსების მართვა

მორგებული სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე

ადამიანური რესურსების (ადამიანური კაპიტალის) მართვის ავტომატიზებული სისტემა (HRM, HCM) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობას და თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. მისი მიზანია, ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა, შემუშავებული პოლიტიკის და სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემები მორგებულია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

Microsoft Dynamics-ის და Oracle HCM-ის მეშვეობით, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, განავითაროთ და შეინარჩუნოთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე კადრები, გააერთიანოთ ისინი ერთი საქმის გარშემო და შექმნათ ეფექტიანი სამუშაო გარემო.