IT სერვისების უწყვეტობის მართვა

დააზღვიეთ თქვენი ბიზნესი. უზრუნველყავით გარანტირებული უწყვეტობა

კომპანიები ხშირად არ აფასებენ რა რისკების წინაშე დგანან არსებულ გარემოში და შემდეგ, როდესაც კონკრეტული საფრთხე დაემუქრება მნიშვნელოვან ფასეულობებს ძალაუნებურად დგება დაუგეგმავი და არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. განვითარებული კომპანიები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ბიზნეს პროცესების და მათ შორის IT სერვისების უწყვეტობაზე. IT სერვისები ხშირ შემთხვევაში ბიზნეს პროცესების მთავარი მამოძრავებელი მექანიზმებია.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, როგორც წესი, იქმნება ბიზნეს უწყვეტობის გეგმები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმძღვანელო დოკუმენტებს უწყვეტობის მაღალი მაჩვენებლების მისაღწევად.

რას გთავაზობთ

იუ-ჯი-თის IT სერვისების უწყვეტობის მართვის მომსახურება გულისხმობს ტესტირებისა და მონიტორინგის კომპლექსურ ღონისძიებებს. ჩვენი მიზანია კლიენტების არსებული/დანერგილი კონტროლის მექანიზმები მუდმივად შესაბამის კონდიციაში იყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება ეფექტურად მოხდეს.

უწყვეტობის მართვის სერვისი თავის თავში მოიაზრებს რამდენიმე კონკრეტული სახის მომსახურეებას, კერძოდ:

  • IT გარემოსა და სერვისების აუდიტი
  • IT სერვისების უწყვეტობის გეგმის ტესტირება
  • IT სერვისების Disaster Recovery გეგმის ტესტირება
  • IT სერვისების უწყვეტობის კონტროლის მექანიზმების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • IT სერვისების უწყვეტობის საკონსულტაციო სერვისი

ჩვენი მომსახურების პრინციპები დაფუძნებულია არა მხოლოდ  არსებული გეგმების ტესტირებისა და შემოწმების პროცესებზე, ასევე, ჩვენ ვაფასებთ ამ გეგმების ეფექტურობას. ჩვენი საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში მოგაწვდით რეკომენდაციებს მათი განვითარების თაობაზე.