აუთსორსინგული მომსახურება

ჩვენ ვიცავთ თქვენს ბიზნესს!

თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გარეშე. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონიზაცია დღეს არის ერთ ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმატების მიღწევის პროცესში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად მენეჯმენტის მთავარი ამოცანა ხდება, მათი შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაციონალური დანახარჯებით მართვა და უსაფრთხოება. ხშირად კომპანიები ცდილობენ შექმნან საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფები, რაც საქარველოში იშვიათი პროფესიების მქონე ადამიანების მობილიზებას, მათ რეგულარულ განვითარებასა და მოტივაციის მექანიზმების შექმნას საჭიროებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული რისკები უფრო დინამიური და ცვალებადი ხდება, ამიტომ მუდმივი ძიებისა და კვლევის მძლავრი მიმართულების არსებობა მნიშვნელოვანია.

მსოფლიოში აუთსორსინგული მომსახურეობებიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის/ადმინისტრირების აუთსორსინგი წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს იკავებდა, დღეს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან:

  • ბიზნეს კომპანიების დიდი ნაწილი ვეღარ უმკლავდება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს კიბერ საფრთხეების მიმართულებით
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი სულ უფრო ძვირი და რთული ხდება
  • კომპანიების ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვისათვის საჭირო დროის რესურსები ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში სულ უფრო ინტენსიურად იხარჯება

ამ გადასახედიდან აუთსორსინგული სერვისები გაცილებით ბენეფიტური და მისაღებია ბევრი კომპანიისთვის.

რა არის აუთსორსინგული მომსახურების ბენეფიტები?

  • ხარჯეფექტურობა 
  • მარტივი მენეჯმენტი
  • საიმედოობა და დაცულობა
  • მომსახურების ხარისხი და კვალიფიკაცია
  • 24 საათიანი მხარდაჭერა