მონაცემთა შენახვის ერთიანი სისტემის აუდიტი

ჩვენ გვაქვს ცოდნა, გამოცდილება და სურვილი დაგეხმაროთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის შეფასებაში, გაანალიზებასა და მოდერნიზებაში

დღევანდელ კონკურენტულ და სწრაფად ცვლად გარემოში, სულ უფრო მატულობს ბიზნესის საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება. ნებისმიერი სიახლისა თუ რეფორმის წარმატებულად გატარება დიდწილად დამოკიდებულია ორგანიზაციაში არსებული IT ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაზე შეიცვალოს ახალი ამოცანებისა და გარემოს შესაბამისად.

IT სამსახურები დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში ახერხებენ ახალი ამოცანების ტექნიკურ უზრუნველყოფას, რასაც ემატება ორგანიზაციაში უკვე არსებული სისტემების მუდმივი განვითარება და მოდერნიზება. ყოველივე ამას კი მივყავართ IT ინფრასტრუქტურის არაოპტიმალურ მოწყობამდე, სამომავლო ცვლილებების გატარების სირთულესა და არაადეკვატურ ღირებულებამდე.

იმისთვის, რომ IT ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენდეს დაბრკოლებას ორგანიზაციის ბიზნეს მიზნებისა და ამოცანების დროული რეალიზებისთვის, საჭიროა მისი შესაბამისად დაპროექტება და დინამიურად განვითარება, ისევე, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებითა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკითაა რეკომენდირებული.

რას გთავაზობთ

ჩვენი სერვისები განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავსი ამოცანების გადასაწყვეტად გარე რესურსის მოზიდვით არიან დაინტერესებულნი. ჩვენ გვაქვს ცოდნა, გამოცდილება და სურვილი დაგეხმაროთ თქვენი არსებული IT ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებაში, გაანალიზებაში და მისი მოდერნიზების ოპტიმალური სქემისა და ტექნოლოგიების შერჩევაში. UGT-ის მიდგომების და სერვისების მეთოდოლოგია დამყარებულია საერთაშორისო სტანდარტებზე, ამავდროულად, ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლოკალურ სპეციფიკას. ფართო ექსპერტიზა და პარტნიორების სიმრავლე, ჩვენს დამკვეთებს საშუალებას აძლევთ არ შეიზღუდონ რომელიმე კონკრეტული ვენდორის ტექნოლოგიური შესაძლებლობებით და ფუნქციონალით. ღია არქიტექტურაზე აგებული სისტემა კი უზრუნველყოფს ვენდორებს შორის ჯანსაღ კონკურენციას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ღირებულების მკვეთრ შემცირებას.

თანამედროვე ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო მონაცემები ძალიან სწრაფი ტემპებით გროვდება და ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მონაცემთა შენახვის ისეთი ინფრასტრუქტურის ქონა, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო გაზრდილ მონაცემთა დატევას, არამედ მათ უსაფრთხოდ შენახვას და ავარიების შემთხვევაში ოპერატიულად აღდგენას. ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტი საშუალებას მოგცემთ, ბოლომდე გამოიყენოთ არსებული შენახვის სისტემების პოტენციალი და მოემზადოთ სამომავლო ცვლილებებისა და გამოწვევებისადმი.