თვითმომსახურება

კომპანია იუ-ჯი-თი 2008 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ერთ-ერთ ლიდერ თვითმომსახურების აპარატების მწარმოებელ კომპანიასთან - UNICUM -თან. პარტნიორობის პირველივე რამდენიმე წელიწადში იუ-ჯი-თიმ და „უნიკუმმა“ მოახდინეს 4 000 - მდე თვითმომსახურების აპარატის ინსტალაცია საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე დიზაინს;
  • ISO 9001 სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნიკას, რომელიც აწყობილია პროფესიონალი კონსტრუქტორების და ინჟინრების გუნდის მიერ და გააჩნია ყველაზე მაღალი ექსპლუატაციის ვადა ბაზარზე;
  • მოქნილ სერვისს, რომელსაც უზრუნველვყოფთ მაღალი კომპეტენციის მქონე სერვის მენეჯერების დახმარებით;
  • აპარატების ბრენდირებას;

UNICUM აწარმოებს მომენტალური გადახდის აპარატების და საბანკო ტექნიკის ფართო სპექტრს, რომელიც, ძირითადად, განკუთვნილია საბანკო საცალო ოპერაციების ავტომატიზაციისთვის. UNICUM-ის გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ ბიზნესის ავტომატიზაციაში, შეგიმცირებთ ხარჯებს და მაქსიმალურად გაგიზრდით ლოიალური კლიენტების რაოდენობას.

SCAN COIN-ის ტექნოლოგიები

სმარტსეიფი

SCAN COIN-ის S კლასის სერიის სმარტსეიფი წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტილებას როგორც „ბექ ოფისის“, ისე ოფისის „წინა ხაზის“ სივრცისთვის. ეს არის უსაფრთხო, სწრაფი და მაღალი წარმადობის ბანკნოტების დეპოზიტორი, რომელიც რადიკალურად ამცირებს ბანკნოტებთან მუშაობის ფულად და დროით ხარჯებს.

ბანკნოტების და მონეტების რესაიქლერ/დეპოზიტორები

სერვის ცენტრებში თანხის განაღდების და დეპონირების პროცედურა შესაძლოა თანამშრომლების მიერ დიდ დროს მოითხოვდეს, თუმცა Scancoin - ის ინოვაციური გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ პროცესის მარტივად და ეფექტურად წარმართვა, მინიმალური ადამიანური რესურსის დახმარებით. CDS9 უზრუნველყოფს როგორც ბანკნოტების, ისე მონეტების მიღება-გაცემასთან დაკავშირებული პროცესების სრულ ავტომატიზაციას, რაც საშუალებას იძლევა ძირითადი კონცენტრირება კლიენტზე და ბიზნესის განვითარებაზე მოახდინოთ.