ექსპერტები

გიორგი ბერიძე IT სერვისების მართვის ექსპერტი და ბიზნეს უწყვეტობის კონსულტანტი

გიორგი ბერიძეს, საქართველოში ერთადერთ ITIL ექსპერტს აქვს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. როგორც CGEIT და CISA გიორგი ხელმძღვანელობს საკონსულტაციო და აუდიტის ტიპის პროექტებს კომერციული და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებისთვის.

2011 წლიდან გიორგი ბერიძე გახლავთ IT ტრენინგ ცენტრის, აითი-ნოლიჯის ტრენერი.

ირაკლი ბეროშვილი ტექნოლოგიების არქიტექტი

ირაკლი ბეროშვილმა „იუ-ჯი-თი“-ში 2003 წელს დაიწყო მუშაობა სერვისის ინჟინრად. მას შემდეგ კომპანიის ხელშეწყობით მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებებაზე. ირაკლიმ HPE-ს სერტიფიკაციაში უმაღლეს სახეფურს მიაღწია და HPE Master ASE გახდა.

ბეროშვილი გამოირჩევა, როგორც სერვერებისა და მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიების ბრწყინვალე სპეციალისტი. მას,ასევე, აქვს მაღალი კომპეტენცია Clustering და Disaster Recovery გადაწყვეტილებების კონსულტირებაში და 24/7 ჩართულია ლიალური კლიენტების level 2 მხარდაჭერის სერვისების შერულებაში.

დავით ინანეიშვილი ინფორმაციული უსაფრთხოების არქიტექტი

კომპანია „იუ-ჯი-თი“-ს ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი წარმოადგენს პირველ CISSP-ს საქართველოში, რომელიც, ასევე, ფლობს CISSP, CRISC CISA LA:27001 სტატუსებს. დავითს აქვს მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებთან, მათ შორის ბანკებთან, საფინანსო და სამთავრობო სექტორთან მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი კონსულტაციას უწევს და ეხმარება მსხვილ დამკვეთებს ინფორმაციული რისკების პრევენციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გარდა ამისა, დავითი არის BeyondTrust Certified Technical Partner; Advanced Security Architecture Account Manager Representative (ASAAMR); HP Sales Certified Sales Engineer და Symantec Sales Expert (Endpoint Protection);

მიხეილ ქართველიშვილი ტექნოლოგიების არქიტექტი

მიხეილ ქართველიშვილი, ერთ-ერთია საქართველოში სულ რამდენიმე Cisco Certified Internetwork Expert (CCIE)-ს შორის. ასევე, Juniper Networks Certified Specialist 2014 წელს შეუერთდა „იუ-ჯი-თი”-ს ექსპერტთა გუნდს. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიების არქიტექტორი, სატელეკომუნიკაციო და ქსელის ინფრასტრუქურაში 20 წლიანი გამოცდილებით,  მიხეილი პროფესიონალია სერვის პროვაიდერებისა და ენტერპრაიზ ქსელების მოწყობაში, Cisco IOS და Cisco IOS-XR მოწყობილობების, Juniper JunOS როუტერებისა და სვიჩების, Extreme Networks XOS სვიჩების და სხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურირებაში. იგი, ასევე, გამოირჩევა  IP/MPLS ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნით და IP/MPLS „ქორ“ და აგრეგაციის ქსელების  მოწყობის მაღალი კომპეტენციით.

მიხეილ ქართველიშვილი, 12 წლიანი სწავლების გამოცდილებით, გახლავთ აითი-ნოლიჯის ინსტრუქტორიც (CCNP და BGP კურსები).

ვატო ჩანტლაძე უფროსი სისტემური ინჟინერი

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ექსპერტი ვატო ჩანტლაძე ჩეკპოინტის უმაღლეს სერთიფიკაციას ფლობს. მან საქართველოში პირველმა მოიპოვა აღნიშნული სტატუსები: CheckPoint Certified Security Master, CheckPoint Certified SandBlast Administrator, Check Point Appliances Certified Expert.

ის მრავალი წელია მუშაობს ენტერპრაიზის ქსელის უსაფრთხოების კომპლექსურ გადაწყვეტილებებზე, რაც მოიცავს წამყვანი ვენდორების ახალი-თაობის ბრანდმაუერების დანერგვას. ვატო, აგრეთვე, მუშაობს სენდბოქსის, ე.წ. ნულოვანი დღის საფრთხეების და მონაცემთა გაჟონვის პრევენციის გადაწვეტილებების იმპლემენტაციაზე.

ამას გარდა, ვატოს მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული უსაფრთხოების მართვის სისტემებისა და ენდპოინტების დაცვის მიმართულებით. ის ფლობს ისეთი ვენდორების პროფესიონალურ სერთიფიკატებს, როგორიც არის: Cisco, Microsoft, Symantec, McAfee, Intel, DenyAll და სხვა.

ვატო ჩანტლაძე ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან ერთად არის აიტი-ნოლიჯის ტრენინგ ცენტრის ტრენერიც.

ნიკა კაციტაძე უფროსი სისტემური ინჟინერი

საქართველოში სულ რამდენიმე Cisco Certified Internetwork Expert (CCIE)-ს შორის ერთ-ერთია ნიკა კაციტაძე, რომელმაც კომპანია „იუ-ჯი-თი“-ში წლების წინ ქსელის უმცროს ინჟინრად დაიწყო მუშაობა. დღეს ის მაღალ-კვალიფიციური სისტემური ინჟინერი გახლავთ. გარდა CCIE-სა, ნიკა გახდა Checkpoint Certified Security Experts და HPE Master Accredit Solution Expert.

ნიკა კაციტაძე, აგრეთვე, არის ტრენერი აიტი-ნოლიჯის ტრენინგ ცენტრში.

მიხეილ მჭედლიშვილი უფროსი სისტემური ინჟინერი

მიხეილ მჭედლიშვილი, როგორც პროფესიონალი სისტემური ინჟინერი ფლობს პროექტის ფიზიკური ინფრასტრუქტურის: გაგრილების სისტემების, კვების წყაროს, დაშვების, მონიტორინგისა და ცეცხლსაწინააღმდეგო სისტემების დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის მაღალ კომპეტენციას.

მიხეილი  Rittal-ის სასერტიფიკაციო კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, როგორიც არის  IT Chiller Advanced Training  გახდა RITTAL-ის პროდუქტებისა და აპარტურის ინსტალაციის ექსპერტი. მან, ასევე წარმატებით მოიპოვა Level 3 BTEC სტატუსი Practical Data Centre Design-ში.

ზაზა ყურაშვილი ERP პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი დეველოპერი

ზაზა ყურაშვილი, როგორც კვალიფიციური Epicor ERP, MyERP2 ERP, MS Dynamics NAV ERP Senior Software Developer აქტიურად იყო ჩართული შემდეგი პროექტების შესრულებაში: ვისოლ ჯგუფში  MS Dynamics NAV 2015 რეპორტინგის სისტემის დანერგვა.განვითარება; იუ-ჯი-თი ჯგუფში MS Dynamics NAV 2015 რეპორტინგის სისტემის დანერგვა/განვითარება; ლიბერთი ბანკში MS Dynamics NAV 2015 დანერგვა განვითარება; საქართველოს თანადაფინანსების ფონდში MS Dynamics NAV 2016 დანერგვა/განვითარება; კრედო ბანკში MS Dynamics NAV 2016 დანერგვა/განვითარება.

პაპუნა ჯაფიაშვილი სერვისების არქიტექტორი

საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან ორგანიზაციებთან 17 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი IT პროფესიონალი იუ-ჯი-თის ექსპერტების გუნდს 2017 წელს შეუერთდა.

მას შესრულებული აქვს არა ერთი მსხვილი პროექტი, როგორიც არის: სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს ერთიანი ინტეგრირებული სისტემა; საქმისწარმოების, მეზღვაურთა სერტიფიცირების და მეზღვაურთა დოკუმენტების ბეჭდვის სისტემა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში; იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გამოცდების და სერტიფიცირების სისტემა;  ენერგო კომპანიის მართვის ინტეგრირებული სისტემა  საქართველოს მელიორაციაში და ა.შ.

პიერანტონიო ბიანკო ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების ექსპერტი

LAN Networks-ის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი პიერანტონიო  ბიანკო კომპანია „იუ-ჯი-თი“-ში ახლახანს დაფუძნებულ  მიმართულებას ხელმძღვანელობს. იგი ფლობს ვენტილაციის სისტემების მართვის უმაღლეს კომპეტენციას, ისევე როგორც KNX სავაჭრო ნიშნის და საპარტნიორო ლოგოს გამოყენების უფლებას.