ჩვენი უპირატესობები

იუ-ჯი-თი ქართულ IT ბაზარზე, პირველად, სწორედ კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციით დამკვიდრდა. 1997 წლიდან, იუ-ჯი-თი წარმატებით ატარებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მომწოდებლის სტატუსს.

კომპანია კლიენტებს ეხმარება IT ტექნიკით მიმდინარე  საჭიროებების კომფორტულად გადაჭრაში, რომელიც შემდეგში გამოიხატება:

  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული დამკვეთის მიმართ.
  • დამკვეთის საჭიროებების და მოთხოვნების სრული გათვალისწინება.
  • პროფესიული კონსულტაციები.
  • მიწოდების ხელსაყრელი პირობები და ხარისხიანი მომსახურება.
  • პროდუქტის ადგილზე ინსტალაცია.
  • გრძელვადიანი საგარანტიო და გარანტიის შემდგომი სერვისი.

კომპანიის კლიენტების კმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ იუ-ჯი-თის გააჩნია:

  • ფუნდამენტალური ცოდნა კომპიუტერული ტექნიკის, საქსელო-საკომუნიკაციო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მრავალფეროვნებაში.
  • IT სფეროში უახლესი პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა.
  • საერთაშორისო ლოგისტიკური (ტრანსპორტირება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, განბაჟება, მიწოდება და ა.შ.) პროექტების მართვის მაღალი კვალიფიკაცია.
  • ტექნიკის გამართვის, ინსტალაციის, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურების მაღალი დონის სერვისი შესაბამისად სერთიფიცირებული ინჟინრების და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.

·         იუ-ჯი-თის დამკვეთები სარგებლობენ კომპანიის მაღალკვალიფიციური სერვისით.