არასაგარანტიო სერვისი

იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრი წარმოადგენს HP-სა და IBM-ის ავტორიზებულ სერვის–ცენტრს. იგი დაკომპლექტებულია ინჟინრებით, რომლებიც სერთიფიცირებულნი არიან, როგორც HP-სა და IBM-ის, ასევე სხვა, მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიური კოპანიების მიერ. 

იუ-ჯი-თის პარტნიორი კომპანიების პირობების თანახმად, ინჟინრებს მუდმივად უწევთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და დადასტურების კურსების გავლა, რაც ქმნის იმის პირობას, რომ ისინი მუდმივად არიან ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლეების კურსში .

იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრი არასაგარანტიო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი ფორმებით:

  • გამოძახება არასაგარანტიო სერვისის პირობებში გამოძახების შემთხვევაში, იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრის ინჟინერი მიდის კლიენტთან და ადგილზე აგვარებს პრობლემას. არასაგარანტიო სერვისის პირობებში, ინჟინრის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივად.
  • არასაგარანტიო მომსახურება იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრში   - ამ შემთხვევაში, კლიენტს დაზიანებული ტექნიკა მიაქვს კომპანია იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრში. საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ, კლიენტს ეცნობება არსებული პრობლემის შესახებ და განისაზღვრება გასაწევი სამუშაოს ანაზღაურების პირობები. იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრში არასაგარანტიო მომსახურების დროს, ტექნიკის დიაგნოსტიკა უფასოა.
  • ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული არასაგარანტიო მომსახურება  - ეს სერვისი გულისხმობს იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრსა და კლიენტს შორის გრძელვადიანი მომსახურების პირობებზე შეთანხმებას, რაც ხელშეკრულებით ფორმდება. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კლიენტი გრძელვადიანად სარგებლობს იუ-ჯი-თის ინჟინრების მომსახურებით.