საგარანტიო სერვისი

იუ-ჯი-თი-ს სერვის-ცენტრი წარმოადგენს HP-სა და IBM-ის ავტორიზებულ სერვის–ცენტრს. იგი დაკომპლექტებულია ინჟინრებით, რომლებიც სერთიფიცირებულნი არიან, როგორც HP-სა და IBM-ის, ასევე სხვა, მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიური კოპანიების მიერ. 

იუ-ჯი-თის პარტნიორი კომპანიების პირობების თანახმად, ინჟინრებს მუდმივად უწევთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და დადასტურების კურსების გავლა, რაც ქმნის იმის პირობას, რომ ისინი ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლეების კურსში მუდმივად არიან.

იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრი საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი ფორმებით:

  • ტექნიკის საგარანტიო პირობებით შეკეთება გამოძახებით   - ამ ტიპის მომსახურება წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული ტექნიკის საგარანტიო პირობებში. გამოძახების დროს ხდება ინჟინრის კლიენტთან მისვლა და ტექნიკის იქვე შემოწმება. შემოწმების შემდეგ ირკვევა ტექნიკის იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრში გადატანის, ან ადგილზე შეკეთების საკითხი.
  • ტექნიკის საგარანტიო პირობებით შეკეთება იუ-ჯი-თი- სერვის ცენტრში   - ამ ტიპის სერვისის დროს, საგარანტიო პირობებში არ შედის ინჟინრის გამოძახება. საგარანტიო პირობების თანახმად, კლიენტს თვითონ მოაქვს შესაკეთებელი ტექნიკა იუ-ჯი-თის სერვის-ცენტრში, სადაც ხდება მისი შეკეთება.
  • ტექნიკის საგარანტიო პირობებით გამოცვლა  - შესაკეთებელი ტექნიკის დიაგნოსტიკის შემდეგ, დაზიანებულ ნაწილს, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას, სერვის -ცენტრი უკვეთავს შესაბამის პარტნიორ კომპანიას. ერთი, ან ორი კვირის ვადაში, დაზიანებული ნაწილის ნაცვლად, კლიენტს მიეწოდება ახალი დეტალი.