ლოგოს ისტორია

1996 წელი

იუ-ჯი-თის ლოგოტიპს საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა. ამ წელს შეიქმნა სასწავლო ცენტრი „სიგმა“, რომელიც მსურველებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სთავაზობდა. „სიგმას“ ლოგოტიპზე გამოსახულია წიგნები.

1997 წლიდან "სიგმა" სახელწოდებას იცვლის, რეგისტრირდება როგორც შპს „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“, ინგლისურად - United Global Technologies - UGT (იუ-ჯი-თი) და იწყებს ახალ საქმიანობას - კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციას. პირველ ეტაპზე, „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“ „სიგმას“ ნაცნობ ლოგოტიპს ატარებს.


1998 წელი

1998 წლიდან იუ-ჯი-თის ლოგოტიპი ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა კვლავ რჩება თავდაპირველი ლოგოტიპის ძირითადი შტრიხები – წიგნები, რაც ცოდნისა და კომპეტენციისაკენ სრაფვას გამოხატავს.

1998 წლიდან დღემდე, იუ-ჯი-თის ლოგოტიპი უცვლელია.