აქტუალური კითხვები და პასუხები


– რას ვთავაზობთ საკუთარ თანამშრომლებს? (კარიერა, ხელფასები, ბენეფიტები)

ჩვენთან კარიერის გაკეთება მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ხელფასის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმები თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილებაა.

კომპანიის მიზანია საკუთარი თანამშრომლების მუდმივი განვითარება მათი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლების გზით. ჩვენთან არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო სისტემა. იუ-ჯი-თი საშუალებას გაძლევთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია, გაიაროთ ტრეინინგები, მიიღოთ Microsoft, Oracle, IBM, HP, Symantec და მსოფლიოს სხვა უმსხვილესი კორპორაციების პროფესიული სერთიფიკატები.

კომპანიის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით, 50 %-იანი ფასდაკლებით სახლში ინტერნეტით სარგებლობაზე და კომპიუტერული ტექნიკის შეღავათიანი ფასებით.

 

 – სამსახურის გარდა კიდევ რა საიტერესო მოვლენებია კომპანიაში?

ყოველწლიურად კომპანია აღნიშნავს იუ-ჯი-თის დაარსების დღეს. ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ყოველ წელს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თანამშრომელთა ბავშვებისათვის ეწყობა სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. აგრეთვე ტარდება გასვლითი და სპორტული ღონისძიებები (ექსკურსიები, სპორტული ტურნირები და მრავალი სხვა).

 

 – როგორ მოგვაწოდოთ საკუთარი მონაცემები?

ამისათვის რამოდენიმე გზა არსებობს:

  • გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@ugt.ge;
  • მოგვაწოდეთ ინფორმაცია იუ-ჯი-თის ოფისში, მისამართზე: ჭავჭავაძის 17ა; 
  • ასევე ჩვენს ოფისში, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა;
  • შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა ამ საიტზე.

 

 – ვინ მუშაობს იუ-ჯი-თიში?

ერთ გუნდად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა კოლექტივი იუ-ჯი-თის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. კომპანიაში მუშაობენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, რომელთაც მიღებული აქვთ მსოფლიოს უმსხვილესი აითი კომპანიების სერთიფიკატები. მთავარი ფაქტორი, რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, არის პროფესიონალიზმი, სწრაფვა მუდმივი განვითარებისაკენ და წინსვლისაკენ, ინტერესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ.