შერჩევის პროცესი

 

პოზიციის მიხედვით, რომელზეც თქვენი კანდიდატურა განიხილება მოგიწევთ რამოდენიმე ეტაპის გავლა, რაც მოიცავს ტესტირებას, გასაუბრებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, შემდეგ უშუალო ხელმძღვანელთან და დეპარტამენტის დირექტორთან. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს დაიკავებს. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხდება თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის შეჯერება და გაანალიზება.

 

VIP კანდიდატები

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს, ამიტომ შესაძლებლობას გაძლევთ თქვენს შესახებ ინფორმაცია კომპანიის მენეჯმენტს მიაწოდოთ. თქვენგან, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კანდიდატისგან, გვჭირდება დეტალური რეზიუმე, მოტივაციის წერილი, რომელიც ასახავდა თქვენს როლსა და ადგილს იუ-ჯი-თის ბიზნესში, ასევე მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, ან პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც თქვენი აზრით პოტენციურად მნიშვნელოვანია კომპანიისათვის და მზად ხართ განავითაროთ.

ყოველივე ეს დაგვეხმარება უკეთ გავეცნოთ თქვენს მიზნებსა და ინტერესებს, რაც   მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიაში მიღების პროცედურების ხანგრძლივობას. დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მისამართზე vipcandidate@ugt.ge